სოციალური მედიის პლატფორმები მიზნად ისახავს, მომხმარებლებსა და ელექტრონული კომერციის ბიზნესებს შორის, ურთიერთქმედების გაუმჯობესებას. მისი საშუალებით, კომპანიები სიახლეებს სთავაზობენ მომხმარებლებს, მომგებიანი გარიგებებისა და ახალი პროდუქტების შესახებ. ბუნებრივია, მომხარებელთან პოზიტიური ურთიერთობისა და პროცესების განვითარების ტენდენციის შენარჩუნებას, ხარისხიანი სერვისების მუდმივად შეთავაზება სჭირდება. ამ გზით, კომპანიები ცდილობენ შეინარჩუნონ ბრენდის მიმართ მომხმარებლების ერთგულება.
მაღალი კონკურენციის ფონზე, თითოეულ მომხმარებლს ოქროს ფასი აქვს და სწორედ ამიტომ, სოციალური მედიის პლატფორმების უმეტესი ნაწილი, პირდაპირ არის მიმართული გაყიდვების მაჩვენებლის ზრდისკენ.
ონლაინ მაღაზია
www.isurve.ge - ის გამოცდილებაც ამაზე მეტყველებს. მათ სწორი მარკეტინგული სტრატეგია აირჩიეს, რაც მომხმარებებლების მოზიდვის წინაპირობა გახდა. მაქსიმალური ინტერესების გათვალისწინებით დაამყარეს მარტივი კომუნიკაცია მათთან და წარმატების შენარჩუნების მიზნით, მომხმარებელთა გრძელვადიან კმაყოფილებაზე ზრუნვა და ლოჯისტიკური ქსელის უხარვეზო მართვა დაისახეს მიზნად.
Isurve.ge, უკვე პირველ ადგილზეა გაყიდვების მაჩვენებლით და ყოველდღიურად ათი ათასობით ადამიანის ინტერესებს ემსახურება.