Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პროფესიული განათლების 2019 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა
Saintereso.com
17 May 2019, 14:10
      ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო პროფესიული განათლების 2019 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს აცხადებს   კონკურსის გამოცხადების ღონისძიება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ გახსნეს.   პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ფონდის ინიციატივითა და  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მესამედ ტარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია.   როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ ღონისიძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ღია კონკურსში გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური ოთხ კატეგორიაში გამოავლენს: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი.   „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი უკვე 5 წელია ახორციელებს პროექტებს ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში. პროფესიულ განათლებაში დაიხარჯა 16 მილიონი ამერიკული დოლარი გრანტის სახით, რომელიც გამოყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ და ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ სამი წლის წინ ინიცირება გავუკეთეთ პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს, რომლის მიზანი გახლვათ პროფესიული განათლების პოპულარიზება. წელს შემოდგომაზე გამოვაცხადებთ და დავაჯილდოვებთ 5 გამარჯვებულს,“- განაცხადა მაგდა მაღრაძემ.   პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია; პროფესიულ განათლებაში განხორციელებული რეფორმებისა და გაუმჯობესებული პრაქტიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარებაა.   როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ამბობს, სტუდენტების სწრაფი დასაქმებისთვის, ბიზნესს ახალ ინიციატივებს შესთავაზებენ.   „ძალიან მალე, ბიზნესს შევთავაზებთ  კონკრეტულ ნაბიჯებს უკვე ზაფხულიდან იმისათვის, რომ მათ, როგორც განათლების მიმწოდებლებმა, შესთავაზონ სტუდენტებს სწრაფი დასაქმებისთვის პროფესიული განათლების კურსები თავიანთ საწარმოებში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ხელს შეუწყობს სწრაფ დასაქმებას, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების პრინციპების დაცვას და რაც მთავარია, ჩვენი მუშა ხელის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის ზრდას,“- აცხადებს ირინა აბულაძე.   კონკურსის გამოცხადების ცერემონიას ეწრებოდნენ შარშანდელი გამარჯვებულებიც. 2018 წლის პროფესიული განათლების სტუდენტის ჯილდოს მფოლბელი, თამარ გოგრიჭიანი ამბობს, რომ მოპოვებულმა წარმატებამ საშუალება მისცა გაეღრმავებინა ცოდნა და გამოცდილება.   „გამარჯვებულები წაგვიყვანეს გერმანიაში, სადაც ჩაგვიტარდა თეორიული და პრაქტიკული სწავლებები. ეს იყო ძალიან დიდი მოტივაციის წყარო, მივიღეთ ახალი ინფორმაცია, რომელსაც შემდგომში გამოვიყენებ ჩემი პროფესიული წინსვლისთვის,“- ამბობს თამარ გოგრიჭიანი.   პროფესიული განათლების 2019 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია www.awardtvet.ge - ზე. აქვე იხილავთ კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციასაც. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 ივლისი. გამარჯვებულთა ვინაობა პროფესიული განათლების ყოველწლიურ გალა დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.     პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2018 წლის კონკურსის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: •        პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“ •        პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი - სს „საქართველოს რკინიგზა“ •        პროფესიული განათლების სტუდენტი - თამარი გოგრიჭიანი, კოლეჯი „იკაროსი“, მზარეული •        პროფესიული განათლების მასწავლებელი - ია მოსაშვილი, საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი (GTU); სამრეწველო ავტომატიზაცია, ციფრული ელექტრონიკა   წყარო:
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი