Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პროფესიული განათლების ეროვნულ კონკურსს ოთხი გამარჯვებული ჰყავს
Saintereso.com
11 November 2018, 12:10
    პროფესიული განათლების ეროვნულ კონკურსს ოთხი გამარჯვებული ჰყავს    პროფესიული განათლების კვირეული დასრულებულია. დასკვნით ღონისძიებაზე, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ოთხ კატეგორიაში - საუკეთესო სტუდენტად თამარ გოგრიჭიანი დასახელდა, წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი  ია მოსაშვილმა მოიპოვა. რაც შეეხება 2018 წლის პრიფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას - ამ ნომინაციაში საზოგადოებრივმა კოლეჯმა ,,მერმისმა” გაიმარჯვა. წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად საქართველოს რკინიგზა დასახელდა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს დირექტორის - მაგდა მაღრაძის თქმით, კვირეულის ფარგლებში, მოეწყო არაერთი ფორუმი თუ ღია კარის დღე, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.   „პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა ოთხი გამარჯვებული, რომლებიც გაემგზავრებიან გერმანიაში და მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო პროგრამაში. ისინი ასევე დაესწრებიან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო გამოფენას. იმედი გვაქვს მსგავსი პროექტები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას საქართველოში,“ - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ. გალადაჯილდოებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. გამარჯვებულებს სპეციალურ პრიზი გადასცა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა,  რომელიც აღნიშნული ღონისძიების გენერალური სპონსორია. გამარჯვებულები სპეციალურად მათთვის შექმნილი სასწავლო ვიზიტით გაემგაზავრებიან გერმანიაში, სადაც გაეცნობიან ევროპულ გამოცდილებას თავიანთ სპეციალობებში და დაესწრებიან ევროპის ერთ-ერთი უმსხვილეს პროფესიული განათლების გამოფენას - ,,Didacta, the Education Trade Fair-ს“. კვირეულის ფარგლებში, მოეწყო „ღია კარის დღეები“ ათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც წარმოდგენილი იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი ახალი პროფესიული პროგრამები. 12 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო თანხით, დაფინანსდა ათი საგანმანათლებლო სასწავლებელი, სადაც შეიქმნა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 51 ახალი პროფესიული პროგრამა საინჟინრო, სამშენებლო, საზღვაო, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავიაციისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. სასწავლებლები ასევე, აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებითა და სასწავლო სიმულატორებით. „ღია კარის“ დღეებზე დასწრება და ინფორმაციის მიღება თავისუფალი იყო. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო წელს მეორედ ჩატარდა. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნესპარტნიორების წარმატების ისტორიების წარმოჩენით. „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.     წყარო:
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი