Saintereso.com
06 November 2018, 20:10
2018 წლის 30 ოქტომბრიდან - 3 ნოემბრამდე, თბილისში, საქართველოს კარიტასის ორგანიზებით, ზრუნვის სფეროში დასაქმებული სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსების მეორე რაუნდი მიმდინარეობს.სასწავლო პროგრამის მსვლელობის დროს მონაწილეები ეცნობიან ზრუნვის სფეროს ისეთ სიახლეებს როგორიცაა: კინესთეტიკა, ოიტონია, ბაზალური სტიმულაციის კონცეფციები და ქრონიკული წრილობების, ნაწოლების, პნევმონიის გართულებების მკურნალობის ახალ მეთოდებს.ტრენინგები საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის ოფისში ტარდება და მას ჯანდაცვის და ზრუნვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტები ესწრებიან. სასწავლო პროგრამას ჰოლანდიელი სპეციალისტი საბინე ბექერი წარმართავს. პროგრამა მიზნად ისახავს სამედიცინო სფეროში მომსახურების მიწოდების ხარისხის ამაღლებას და ექთან-ტრენერების უნარების კიდევ უფრო განვითარებას.     „პროფესიონალი მომვლელის პასუხისმგებლობაა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვადასხვა დაავადების პროფილქტიკა. კვირის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები ნაწოლების, კონტრაქტურისა და პნევმონიის პრევენციის სხვადასხვა მეთოდს გაეცნობიან. გარდა ამისა, ისინი ისწავლიან კინესთეტიკის, ოიტონიისა და ბაზალური სტიმულაციის კონცეფციებს და მათ გამოყენებას პრაქტიკაში". - აღნიშნა ქალბატონმა საბინე ბექერმა.  კვალიფიკაციის ასამაღლებელი აღნიშნული პროგრამა ოთხი წელი გაგრძელდება და განხორციელდება ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის, წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტისა და საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოს კარიტასის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.  წყარო:
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი