Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | კრიოაბლაციის ოპერაციები საქართველოში ტარდება
Saintereso.com
06 November 2018, 16:10
გულის ყველაზე გავრცელებულ არითმიასთან - წინაგულების ფიბრილაციასთან საბრძოლველად საქართველოში კრიოაბლაციის ოპერაციები წარმატებით დაინერგა     კრიოაბლაციის საშუალებით საქართველოში უკვე 200-მა პაციენტმა დაძლია არითმიის პრობლემა და დღეს ჯანმრთელი გულით აგრძელებს ცხოვრებას. უნიკალური ოპერაცია ქვეყანაში ერთ წელზე მეტია დაინერგა და რეგიონის მასშტაბით მხოლოდ საქართველოში ტარდება.   ქართველი პაციენტებისთვის ოპერაციის ღირებულების უდიდეს ნაწილს სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. მიჩნეულია, რომ კრიოაბლაცია მედიკამენტებით მკურნალობასთან შედარებით ბევრად უფრო ხარჯთეფექტური და უსაფრთხოა.   კრიოაბლაციის მაღალტექნოლოგიურ და უნიკალურ ოპერაციებს საქართველოს მასშტაბით რამოდენიმე კლინიკა სთავაზობს პაციენტებს. ესენია ჯოენის კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, კლინიკა ჰელსიკორი და ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო.   მაღალტექნოლოგიური აპარატურის, კვალიფიციური ექიმებისა და ოპერაციის უნიკალურობიდან გამომდინარე დღეს პაციენტები საქართველოს უკვე მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე აზიიდან სტუმრობენ.   კრიოაბლაცია მსოფლიო მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროცედურად ითვლება წინაგულების ფიბლაციის დროს. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაახლოებით 370 000 პაციენტმა ისარგებლა ამ სერვისით და საბოლოოდ დაძლია არითმიის პრობლემა. მისი საშუალებით შესაძლებელია: არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმის გარკვევა და შემდეგ არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება.   პროცედურის შესახებ: კრიოაბლაცია მინი ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან ლავიწქვეშა მიდამოში კეთდება და შესაბამის ვენაში რამდენიმე კათეტერი დგება. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდების გადაადგილება პაციენტისთვის უმტკივნეულოა და რენტგენოსკოპიის კონტროლით ხორციელდება. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება, მათი მეშვეობით, სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით კი ხდება არითმიის ხელოვნური გამოწვევა და ინფორმაციის ჩაწერა. ზუსტი დიაგნოზისა და არითმიის მექანიზმის დადგენის შემდეგ უკვე იწყება კათეტერული აბლაცია.კრიოაბლაციის დროს, სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის დაზიანება (მოყინვა). კრიოაბლაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია.კრიოაბლაციის მიმართულებით დღეს საქართველოში 3 წარმატებული ექიმ-კარდიოლოგი მუშაობს: ზვიად მათოშვილი,გიორგი პაპიაშვილი, გიორგი ჩხოლარია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.janmrteligulit.ge       წყარო:
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი