Saintereso.com
21 September 2018, 18:10
  ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული რუსთავის N4 და გარდაბნის N4 საჯარო სკოლები გაიხსნა 2018 წლის 20 სექტემბერს ქალაქ რუსთავის N4 და ქალაქ გარდაბნის N4 საჯარო სკოლების გახსნის ცერემონია გაიმართა. სკოლები „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძემ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბედ რუდმა და აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოპერაციების აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონათან ნეშმა გახსნეს. სკოლების გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ. სკოლებს სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხოერცილდა.   „დღეისათვის ფონდმა უვე დაასრულა 58 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ხოლო 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში. ეს პროექტი დაფინანსებულია 54 აშშ მილიონი დოლარით, რომელიც გახლავთ გრანტი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოყოფილი“ - განაცხადა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ. „განათლების სამინიტრო, ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან ერთად საქართველოს სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის დეტალურ აღწერას აწარმოებს, იმისათვის რომ შემუშავდეს მომავალი ხუთწლიანი გეგმა და სკოლებმა არამარტო უსაფრთხო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება, არამედ აკმაყოფილებდნენ ყველა თანამედროვე სტანდარტს რაც სწავლისა და სწავლების პროცესების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“ - ამბობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახალ სასწავლო წელს 28 სრულად რეაბილიტირებული და საერთაშორისო სტანდარტის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვილი საჯარო სკოლით ხვდება. 13,800-მდე მოსწავლე ქვემო ქართლსა და კახეთში განახლებულ სასწავლო გარემოში მიიღებს განათლებას.  ჯამში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 72,300 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართს, ხოლო 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/აღჭურვის სრული ბიუჯეტია 12,141,113 აშშ დოლარი.   ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 58 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. მიმდინარეობს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი დასავლეთ საქართველოს სკოლებში. სულ 2015-2018 წლებში სკოლების რეაბილიტაციის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 26,259,259 აშშ დოლარს, ჯამური რეაბილიტირებული ფართი - 134 000 მ2, ხოლო ბენეფიციარების რაოდენობა - 22 400 მოსწავლეს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.    საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტით/გრანტით. ჯამში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის კომპაქტიდან 54 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი.     წყარო:
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი