Saintereso.com
19 July 2018, 10:10
  მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების საკითხებზე სექტორის წარმომადგენლებმა ინვესტორებისთვის სპეციალური ბრიფინგი გამართეს   მიმდინარე კვირას, თბილისში, საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით, მიკროსაფინანსო სექტორში მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად, საინვესტიციო ინსტიტუტებისთვის სპეციალური შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მთავარ თემას წარმოადგენდა მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირება.   შეხვედრას საფინანსო ინსტიტუტების, მიკროსაფინანსო საინვესტიციო სააგენტოების,  აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მარეგულირებელ უწყებათა წარმომადგენლები დაესწრნენ. განხორციელდა შეხვედრის პირდაპირი ტრანსლირება ქვეყნის გარეთ მყოფი დაინტერესებული ინვესტორებისათვის. სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე მონაწილე სტუმრებმა განიხილეს მიკროსაფინანსო სექტორისთვის ახალი რეგულაციების დაწესების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები.   სესიაზე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა იმსჯელეს და რეგულაციის დახვეწის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები გაუწიეს საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სტრუქტურებს. გამოთქმული რეკომენდაციები ძირითადად მიმართული იყო მარეგულირებელი უწყებების და მიკროსაფინანსო სექტორის პროაქტიური თანამშრომლობისკენ და მიკროსაფინანსო სექტორისა და მსესხებლებისთვის მოსალოდნელი ზიანის მინიმიზაციისკენ, დაკრედიტების ბაზარზე მაქსიმალურად ოპტიმალური წესების  ჩამოსაყალიბებლად.   „დღეს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა სპეციალური ბრიფინგი ინვესტორებისთვის, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის არაერთი  ინვესტორი იყო ჩართული. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ბოლო პერიოდში მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების კუთხით გატარებული რეფორმები და ვიმსჯელეთ აღნიშნული რეგულაციების დანერგვის გზებზე, რომელიც უმტკივნეულო იქნება როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე, თავად მიკროსაფინანსო ინდუსტრიისთვის“, - განაცხადა მისო კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბ-მა არჩილ ბაკურაძემ.   წყარო:
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი