Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | არასამთავრობოები რუსეთის მიმართ „ადეკვატური“ პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ
Civil.ge
13 March 2018, 17:05

ევროატლანტიკურ კოალიციაში შემავალი 11 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა, საია, ატლანტიკური საბჭო და სხვები, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების სახელზე გაგზავნილ მიმართვას და მოსკოვის საპასუხო განცხადებას ეხმაურება და მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რუსეთის მიმართ „რეალობის ადეკვატური“ გახდეს.

კოალიციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ 9 მარტს რუსეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილი მიმართვა, სადაც ის სოხუმთან და ცხინვალთან „პირდაპირ დიალოგზე“ და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად „გონივრული ნაბიჯების“ გადადგმაზე საუბრობს, „რთულად გასაგები“ და „ბუნდოვანი გზავნილების“ შემცველია, „რაც საზოგადოებაში დაბნეულობას და უმწეობის შეგრძნებას იწვევს“. 

„ეს განცხადება არ გახლავთ შექმნილი მდგომარეობის ადეკვატურად ამსახველი და უფრო იმ მთავრობის განაცხადს ჰგავს, რომელსაც არ აქვს კონკრეტული გეგმა, გაუმკლავდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამოწვევებს“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული საპასუხო განცხადება „თავისი შინაარსით ცინიკური და იმავდროულად, საფრთხის შემცველია“. 

კვირიკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებასთან ერთად, კოალიციის წევრები ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის შექმნილ აბაშიძე-კარასინის ფორმატსაც აკრიტიკებენ. მათი თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისაგან განსხვავებით, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მიმდინარეობს, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები „გაუმჭვირვალეა“ და აჩენს კითხვებს, „თუ რა საკითხები განიხილება დახურულ კარს მიღმა, და რა მნიშვნელოვანი შედეგები იქნა ან ვერ იქნა მიღწეული ამ აქტივობის შედეგად და რატომ“. 

„საერთაშორისო აქტორების გარეშე ამგვარი გაუმჭვირვალე დიალოგის ფორმატი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი რისკის შემცველი იყოს საქართველოს ინტერესებისათვის“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოუწოდებენ მთავრობას, „მიაწოდოს საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების მოგვარების ხედვასთან და შესაბამის გეგმებთან დაკავშირებით“. 

ევროატლანტიკური კოალიციის წევრები ასევე საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდისა და საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ რეზოლუციებსაც ეხმაურებიან, რომელიც 22 თებერვალს საოკუპაციო ძალების მიერ ახალგორში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავებასა და მისი სიცოცხლის ხელყოფას ეხება.

„მოვუწოდებთ პარტიებს, გვერდზე გადადონ უთანხმოებები და  უმოკლეს დროში გააერთიანონ ძალისხმევა საქართველოს ინტერესების შესაბამისი რეზოლუციის მისაღებად, რომელიც  რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურების ქმედებების შეფასების გარდა, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ეფექტური სანქციების ინსტრუმენტების შექმნისკენ იქნება მიმართული“. 

ამავე თემაზე

თბილისი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვირიკაშვილის განცხადებას პასუხობს
ოპოზიცია კვირიკაშვილის რუსეთისადმი მიმართვას ეხმაურება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი