მოსკოვი „ყურადღებით გაეცნო“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას და „კმაყოფილებით აღნიშნავს“ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გაღრმავების თაობაზე, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს
განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.