Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
Civil.ge
13 February 2018, 16:05

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს გამართულ სხდომაზე ძალაში დატოვა წინა ინსტანციის სასამართლოს მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გასული წლის 5 სექტემბერს გამოტანილი განაჩენით, გიორგი მამალაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში (სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე და 236-ე მუხლები). 

დაცვის მხარე გამამტყუნებელ განაჩენს კვლავ არ ეთანხმება და სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.

„ჩვენთან აღარ არსებობს მართლმსაჯულება. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, საკასაციო სასამართლოში შევიტანთ, თუმცა არც არაფრის იმედი არ გვაქვს. ერთადერთი იმედი გვრჩება ევროპის სასამართლო“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას ბრალდების მხარეც გეგმავს. დღეს გავრცელებულ განცხადებაში, პროკურატურა განმარტავს, რომ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობის ანგარებით მომზადებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლი), რაც უფრო მძიმე დანაშაულს წარმოადგენს. „ბრალდების მხარე, სასამართლოს განაჩენს მოტივის ნაწილში, დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, საკასაციო წესით გაასაჩივრებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს, რის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილი სამი დღის შემდეგ გახდა, როცა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ დეკანოზი „მაღალი სასულიერო იერარქის“ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

ამავე თემაზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრე დანიშნა
საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

წმინდა სინოდმა ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ იმსჯელა 
პატრიარქი ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიების ფონზე საქართველოში დაბრუნდა 
პროკურატურის თქმით ‘მაღალი რანგის სასულიერი პირი’ სამიზნე არ ყოფილა
პროკურატურამ ‘მაღალი სასულიერო იერარქის’ მკვლელობის მზადების ეჭვით დეკანოზი დააკავა 

 

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი