Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ტრამპის რძალი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მან გახსნა კონვერტი, რომელშიც თეთრი ფხვნილი აღმოჩნდა
ambebi.ge
13 February 2018, 10:23
აშშ-ს პრეზიდენტის რძალი, ვანესა ტრამპი საავადმყოფოში გადაიყვანეს. BBC-ს ინფორმაციით, მან ქმრის, დონალდ ტრამპ ჯუნიორის სახელზე მისული კონვერტი გახსნა, რომელშიც თეთრი ფხვნილი აღმოჩნდა.

"წერილი" ტრამპებმა მანჰეტენზე მდებარე სახლში მიიღეს.

ვანესა და კიდევ ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა BBC-ს ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში განუცხადეს, რომ პრეზიდენტის რძალი თავ კარგად გრძნობს.



დონალდ ტრამპ ჯუნიორმა მოგვიანებით "ტვიტერზე" დაწერა, რომ მის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება და ინციდენტს "ამაზრზენი" უწოდა.

CBS-ის ცნობით, კონვერტი თავდაპირველად ვაბესას დედამ აიღო, შემდეგ კი ის ვანესამ გახსნა.

/* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ვინ გაუგზავნა ტრამპებს საეჭვო კონვერტი.

დონალდ ტრამპ ჯუნიორი, რომელიც მამის ბიზნესსაქმიანობაშია ჩართული, ვანესა კეი ჰეიდონზე 2005 წლის ნოემბერში დაქორწინდა. მანამდე კი ვანესა ნიუ-იორკში მოდელად მუშაობდა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი