Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების დეტალებს იხსენებს
ambebi.ge
12 February 2018, 23:23
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია NEWSONE-თან სატელეფონო ინტერვიუში კიევში მისი დაკავების დეტალებს იხსენებს.

"რესტორანში საქმიანი შეხვედრა გვქონდა, ჩაის ვსვამდით და იმ ფილმთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, რომელზეც ვმუშაობთ. ამ დროს შემოვარდა ჯგუფი, ხელები გადამიგრიხა, ავტომატი მომიშვირეს და ჩამსვეს მინიბუსში. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში დავყავდი. ჩამსვეს ვერტმფრენში, ძალიან უხეშად მექცეოდნენ. ამიხვიეს თვალები და პირი. ეს ვერტმფრენი დიდხანს დაფრინავდა, როგორც მივხვდი კიევის გარშემო, შემდეგ ის დაჯდა ბორისპოლის აეროპორტში. შემდეგ კი თვითმფრინავში შემაგდეს. ეს იყო კერძო თვითმფრინავი, რომელიც სპეციალურად იმისთვის /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); დაიქირავეს, რომ მე გადავეყვანე. პოლონელმა მესაზღვრეებმა კარგად მიმიღეს. ისინი იყვნენ ძალიან თავაზიანები. მკითხეს, გამოყენებული იყო თუ არა ძალა ჩემს მიმართ. მოვიდნენ ჩემი მეგობარი პოლონეთის სეიმის დეპუტატები. ტელეფონით ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს. ამჟამად ვიმყოფები ვარშავაში. აი, ეს არის მთელი ისტორია". - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე ტქმით, თუკი ის "ეფ-ეს-ბეს" აგენტია და აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას, უკრაინაში უნდა გასამართლებულიყო. "როგორ შეუძლია პოროშენკოს მართოს უდიდესი ქვეყანა - უკრაინა?! ჩვენ მათი არ უნდა გვეშინოდეს, რადგან მათ გვიჩვენეს, როგორ ეშინიათ ჩვენი. ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გეგმებს, რომელიც მარშს უკავშირდება. ჩვენ უარს არაფერზე ვამბობთ - ეს მხოლოდ აჩვენებს იმას, რომ სწორ გზას ვადგავართ", - განაცხადა სააკაშვილმა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი