იტალიაში გრიპის ეპიდემიაა. ბოლო კვირების განმავლობაში გრიპით 4 მილიონამდე იტალიელი დაავადდა, რაც 2004 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ამის შესახებ The Local იუწყება.
ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, 8-დან 14 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში გრიპით დაავადებული 832 ათასი პაციენტი დარეგისტრირდა. "წელს გრიპის ვირუსის გავრცელება ძალიან ინტენსიურად ხდება, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ეს 2009-2010 წლის პანდემიის დროს იყო", - განაცხადეს ჯანდაცვის ინსტიტუტში.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე დიდი რისკის მატარებლები ბავშვები არიან. დაავადების 140 ათასი შემთხვევა სერიოზული
/* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' });
იყო. უწყების ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, იტალიაში გრიპმა პიკს მიაღწია და ახლა იმედი აქვთ, რომ დაავადებულთა რაოდენობა დაიკლებს.