Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
ambebi.ge
19 January 2018, 20:20
მაია ყამ­ბე­გაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია, ფრან­კ­ფურ­ტის გო­ე­თეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა ად­გი­ლობ­რივ ბან­კ­ში და­იწყო და პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­სი­კა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვა: მი­სი სიმ­ღე­რე­ბი გერ­მა­ნულ რა­დი­ო­ებ­ში ტრი­ა­ლებს, იქა­ურ ცნო­ბილ კლუ­ბებ­ში, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, კონ­ცერ­ტებ­ზე მღე­რის და სულ მა­ლე, ფრან­კ­ფურ­ტელ დი­ჯე­ის­თან, დენ ბე­ის­თან ერ­თად ალ­ბომ­საც გა­მოს­ცემს, რო­მელ­შიც ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ათი სიმ­ღე­რა შე­ვა.

- 18 წლის ვი­ყა­ვი, გერ­მა­ნი­ა­ში რომ გა­ვემ­გ­ზავ­რე და თით­ქ­მის 14 წე­ლია, იქ ვცხოვ­რობ. თა­ვი­დან ჩემს დას­თან ჩა­ვე­დი ენის კურ­სე­ბის გა­სავ­ლე­ლად. იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ თბი­ლის­ში /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); მა­ინც დავ­ბ­რუნ­დი, რად­გან აქ ეკო­ნო­მი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი. მე­რე ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი მო­ვამ­ზა­დე და კვლავ გა­ვემ­გ­ზავ­რე, იქ კო­ლე­ჯი და­ვამ­თავ­რე და სწავ­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ვაგ­რ­ძე. პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, მუ­შა­ო­ბა ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბის ბან­კ­ში შე­მომ­თა­ვა­ზეს. ოთხი წე­ლია, რაც გერ­მა­ნულ ბან­კ­ში გა­და­ვე­დი.

- გერ­მა­ნი­ა­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა და სა­სურ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა იოლი არ იქ­ნე­ბო­და, მით უმე­ტეს, უცხო­ე­ლის­თ­ვის. რო­გორ გა­ი­ა­რეთ ეს გზა?
- მარ­თ­ლაც, ძა­ლი­ან რთუ­ლია, მით უმე­ტეს, შე­თავ­სე­ბა, შეწყო­ბა, რად­გან არ იცი, რო­გო­რე­ბი არი­ან, რა მოს­წონთ, რო­გორ უნ­და მო­იქ­ცე - ქარ­თ­ვე­ლე­ბი უფ­რო გულ­ღია ხალ­ხი ვართ, ისი­ნი ცო­ტა უფ­რო ჩა­კე­ტი­ლე­ბი არი­ან. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს გერ­მა­ნუ­ლი ბან­კი - ძალ­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლი, სა­დაც მხო­ლოდ გერ­მა­ნუ­ლად უნ­და ისა­უბ­რო. მათ­თან ერ­თად, პრო­ფე­სი­უ­ლად გა­ვი­ზარ­დე, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. სა­მუ­შაო პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სოა. ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი ვი­საც ჰყავს, სა­ა­თე­ბის მხრივ, დი­დი ხელ­შეწყო­ბა აქვთ - შე­უძ­ლი­ათ, დი­ლის 6 სა­ათ­ზე მი­ვიდ­ნენ და მე­რე, ად­რე წა­ვიდ­ნენ. ბან­კ­ში ბა­ღიც გვაქვს, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბის და­ტო­ვე­ბაც შე­უძ­ლი­ათ. 3 000 თა­ნამ­შ­რო­მე­ლია, ძა­ლი­ან ოჯა­ხუ­რი სი­ტუ­ა­ციაა.
მთე­ლი დღე დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს, სულ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი უნ­და ვი­ყო, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა და ივენ­თე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბაც მე­ვა­ლე­ბა. მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა მაქვს. ჩემს უშუ­ა­ლო უფ­როსს სტა­ტის­ტი­კე­ბის კე­თე­ბა­შიც ვეხ­მა­რე­ბი და ა.შ. თუმ­ცა, ზუს­ტად 6 სა­ათ­ზე ჩე­მი სა­მუ­შაო დრო დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მე­რე სიმ­ღე­რა­ზე გავ­რ­ბი­ვარ. რთუ­ლი რე­ჟი­მია, მაგ­რამ შე­ვეჩ­ვიე.

- გან­ტ­ვირ­თ­ვას თუ ახერ­ხებთ, რო­გორ ერ­თო­ბით? თქვე­ნი და რას საქ­მი­ა­ნობს გერ­მა­ნი­ა­ში?
- ხში­რად დავ­დი­ვარ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, ფრან­კ­ფურ­ტ­ში "ალ­ტე ოპე­რა­ა", ულა­მა­ზე­სი და იქ ქარ­თ­ვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბიც ხში­რად ჩა­მო­დი­ან. ცო­ტა ხნის წინ, ხა­ტია ბუ­ნი­ა­თაშ­ვი­ლი იყო. თე­ატ­რ­შიც დავ­დი­ვარ. მე და ჩემს დას ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კურ-კულ­ტუ­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვაქვს და სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბას ვმარ­თავთ. მა­გა­ლი­თად, 17 დე­კემ­ბერს ნა­ნი ბრეგ­ვა­ძე უნ­და ჩა­ვიყ­ვა­ნოთ. ვცდი­ლობთ, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ. ჩე­მი და გერ­მა­ნულ პო­ლი­ტე­კო­ნო­მი­კურ საქ­მე­ებ­ში­ცაა ჩარ­თუ­ლი, ერთ-ერ­თი აქ­ტი­უ­რი წევ­რია გერ­მა­ნუ­ლი ქრის­ტი­ა­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ის.

- პირ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­იხ­სე­ნეთ...
- სკო­ლა­ში მის­ვ­ლამ­დე, კა­ხეთ­ში, ბე­ბი­ას­თან ვიზ­რ­დე­ბო­დი და ბაღ­ში სცე­ნა­ზე ვმღე­რო­დი. თბი­ლის­ში გად­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში, ქალ­ბა­ტონ ცი­ცი­ნო ციც­ქიშ­ვილ­თან და­ვიწყე სი­ა­რუ­ლი ვო­კალ­ზე, გა­მოს­ვ­ლე­ბიც გვქონ­და. მა­შინ, ლიტ­ვა-ლატ­ვი­ა­ში გას­ტ­როლ­ზეც ვი­ყა­ვით. ახ­ლა ბევრს ვმოგ­ზა­უ­რობ. წე­ლი­წად­ში ექ­ვ­სი კვი­რა მაქვს შვე­ბუ­ლე­ბა და ვცდი­ლობ, ისე გა­ვა­ნა­წი­ლო, რომ ბევ­რ­გან წა­ვი­დე. წე­ლი­წად­ში 3-4 ქვე­ყა­ნას ვნა­ხუ­ლობ. შარ­შან ნიუ-იორ­კ­ში გა­და­ვი­ხა­დე და­ბა­დე­ბის დღე. იტა­ლია ძა­ლი­ან მიყ­ვარს, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში კი ვე­ნა­ში მივ­ფ­რი­ნავ... განაგრძეთ კითხვა

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი