დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, ჩვენ ერთმანეთის მიყოლებით გავანადგურებთ ტერორიზმის ყველა ბუდეს სირიაში - დაწყებული აფრინისა და მემბიჯის რეგიონებიდან, - ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" შეხვედრაზე განაცხადა.
ერდოღანმა ნატო-ს მოუწოდა, შეასრულოს პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
"ნატო! ვალდებული ხარ მათ წინააღმდეგ გამოხვიდე, ვინც ერთ-ერთი თქვენი პარტნიორის საზღვრებს საფრთხეს უქმნის", - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი ოპერაციას სირიის ოპოზიციასთან ერთად ჩაატარებს.
"ჩვენ ჩვენს ძმებს მათი ტერიტორიების დაცვაში ვეხმარებით", - აღნიშნა ერდოღანმა.
/* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' });
გუშინ, "სირიის სასაზღვრო დაცვის ძალების" შექმნის იდეასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ერდოღანმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში თურქეთი აფრინში სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა და ტერორისტულ დაჯგუფებებს გაანადგურებდა.