ambebi.ge
14 January 2018, 16:20
ჩვენ ვულოცავთ მრევლს ახალ წელს როგორც ახალი სტილით, ასევე, ძველი სტილითაც, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკთედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"დღეს არის ძველი სტილით ახალი წელი. ჩვენ ვულოცავთ ჩვენს მრევლს ახალ წელს როგორც ახალი სტილით, ასევე, ძველი სტილითაც, იმიტომ, რომ ჩვენს ხალხში განსაკუთრებული სიყვარულია ძველი სტილით ახალი წლისადმი. ჩვენს ხალხში შემორჩენილია მეხსიერება იმ პერიოდისა, როდესაც ახალი წელი აღინიშნებოდა შობის შემდეგ და ახალი წლის მთელი შინაარსი დატვირთული იყო საშობაო სიმბოლიკით, /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); სიხარულით, მნიშვნელობით. ეს ახალ წელს სძენდა განსაკუთრებულ ელფერს და საზეიმო განწყობას, რაც ჩვენ გვახსოვს და ამიტომ ამ დღეს ყოველთვის აღვნიშნავთ და დღესაც გილოცავთ დიდი სიხარულით", - განაცხადა მეუფე შიომ და ისურვა ეს წელი ყოფილიყოს მადლიანი მთელი ერისთვის.

გარდა ამისა, მეუფე შიომ მრევლს მიულოცა დღევანდელი დღე, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღნიშნავს "წინადაცვეთას უფლისა ისეო ქრისტესი".

"ძველ აღთქმაში ყველა დიდი მოვლენა იყო წინასახე ახალ აღთქმაში შემოდგომში მოსახდენი მოვლენებისა. წინადაცვეთაც იყო ნათლისღების წინასახე. ჩვენ ახლა ვემზადებით ნათლისღებისთვის რამდენიმე დღეში. უფალმა იესო ქრისტემ ახალი აღთქმის ნათლისღებით გააუქმა წინადაცვეთის აუცილებლობა და დააარსა ახალი საიდუმლოება, რომლითაც ჩვენ შევდივართ ახალი აღთქმის ეკლესიაში, ვიბადებით ქრისტესგან. სწორედ ახალ სულიერ ნათლისღებას და დაბადებას პავლე მოციქული უწოდებს სულიერ წინადაცვეთას. ჩვენ ეს დღესასწაული გვაფიქირებს როგორც უფლის მიერ 8 დღის ასაკში აღსრულებულ დიდ საიდუმლოებაზე, ასევე გვახსენებს იმას, რომ ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, ცუდი აზრების, არაწმინდა გულისთქმების, ამაო სურვილებისა და მისწრაფებების მოკვეთაზე. ეს არის ქრისტიანული გზა, ამიტომ ვინათლებით და შევდივართ ახალი აღთქმის ეკლესიაში, რომ შევუერთდეთ უფალს და გადარჩეს ჩვენი სული", - განაცხადა მეუფე შიომ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი