ambebi.ge
13 January 2018, 19:20
ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 რეისი გაუქმდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, გარდა ამისა, 5 ავიარეისის გადამისამართება სხვა აეროპორტებში მოხდა.

მათივე ინფორმაციით, გაუქმდა თეირანიდან და დუბაიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განმარტავენ, რომ ნისლის გამო შეფერხება მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში იყო და ამჟამად აეროპორტში რეისების მიღება და გაფრენა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' });
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი