Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ამაღამ მოთოვს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი მთელი საქართველოსთვის
ambebi.ge
13 January 2018, 16:20
17 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, თბილისში დღეს, გვიან ღამით თოვლჭყაპია მოსალოდნელი, დედაქალაქის გარეუბნებში კი ნალექი უმეტესად თოვლის სახით იქნება. ასევე, დღეს გვიან ღამით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოთოვს, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი.

14 იანვარს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე ზოგჯერ 17-22 მეტრი წამში იქნება.

15-16 /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); იანვარს კი აღმოსავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასები შენარჩუნდება, ზოგან მოსალოდნელია ნისლი. თბილისში სუსტი თოვაა მოსალოდნელი. შესაძლოა, იყოს ნისლიც.

15 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში მოთოვს.

ამასთან, 15-17 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში, კერძოდ, ახალქალაქში, ბაკურიანში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში ღამით -15 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი