Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | წარსულში სწორედ ასეთი სიყვარული მქონდა- რას ნანობს მარინა კახიანი
ambebi.ge
07 December 2017, 20:20
შეიძლება ბევრისთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ მსახიობი მარინა კახიანი ამბობს, რომ სიმორცხვე მის ხასიათში ბავშვობიდან იყო. რას შეცვლიდა მსახიობი საკუთარ გარეგნობაში, რისი სწავლა ვერ მოახერხა, რას ნიშნავს მისთვის თავისუფლება და სიყვარული - ამას მსახიობის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ:

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...მე კი არა, ულამაზესი და აღიარებული ვარსკვლავები ვიცით, რომლებსაც საკუთარ გარეგნობაში გარკვეული დეტალები არ მოსწონდათ. ამ მხრივ უკვე აღარაფერი მაწუხებს. ადრე სულ მინდოდა, ძალიან სქელი თმა მქონოდა. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი თმა მაქვს, /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); მაგრამ მომწონდა და მომწონს, სქელი თმით ყურადღებას რომ იქცევენ.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...მინდა, ბევრ ენაზე ვლაპარაკობდე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ენების შესასწავლად დრო არ მქონდა. ალბათ, მონდომება და შრომაც დავაკელი. ჩემი ბრალია, პატარა შუალედშიც შეიძლება იმეცადინო. კითხვა არასდროს მეზარებოდა. ღამის პირველ და ორ საათზე რეპეტიციიდან დაღლილი რომ ვბრუნდებოდი, მაშინაც კითხვას ვიწყებდი. აი, ენების სწავლა კი სათანადოდ არ მოვინდომე. დღეს მსოფლიოში ისეთი გარემოა, უცხო ენების ცოდნა განსაკუთრებით საჭირო გახდა. რუსულ ენას თუ არ ჩავთვლით, სხვა ვერც ერთ უცხო ენაზე კარგად ვერ ვლაპარაკობ.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...მრცხვენია, ვნერვიულობ და თან, მიხარია. სიმორცხვე ხასიათში ბავშვობიდან მომყვება. გარშემო იმდენი ადამიანი მეხვია, მეფერებოდა, მანებივრებდა, თითქოს მორცხვი არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ეს თვისება ხასიათში სულ მქონდა, თან - მეტიჩარაც ვიყავი. აი, ეს განსხვავებული თვისებები ჩემში ერთად როგორ თავსდებოდა, არ ვიცი. დღეს, როცა ადამიანები ახლოს მიცნობენ და ჩემში სიმორცხვეს აღმოაჩენენ, ძალიან გაკვირვებულები რჩებიან.
- დღეს მეტიჩარა...
- ...აღარ ვარ. გაპრანჭვა სხვა რამეა. მე სულ ვიპრანჭები, ეს თვისება დედისგან მაქვს. დედა ძალიან ლამაზი და საინტერესო ქალი იყო. საკმაოდ ღრმა ასაკშიც კი ეპრანჭებოდა თავის მეგობრებს, ჩემს მეგობრებს, საკუთარ თავს... თან, ამას ისე ლამაზად აკეთებდა, რომ გამაღიზიანებელი არ იყო.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...როცა გინდა, აპატიო, პატიობ, მაგრამ ისეთი ადამიანებიც ხომ არიან, მნიშვნელობა არ აქვს, აპატიებ თუ არა, ისინი აღარაფერს წარმოადგენენ შენთვის. შეიძლება მიესალმო, მოიკითხო, მაგრამ გულში მათი ადგილი აღარ არის.
- ვნანობ, რომ...
- ...მხოლოდ ერთი შვილი გავაჩინე. ბოლო წლებია, რაც დავფიქრდი და ამას მართლა ვნანობ. ხანდახან შეიძლება, ნანობდე იმას, რომ ზედმეტი ყურადღება მიაქციე ადამიანებს, ვინც ამას არ იმსახურებდნენ ან პირიქით, ყურადღება უნდა მიგექცია და დრო ვერ გამონახე, მაგრამ ყველაზე მეტად ვნანობ იმას, რომ ბევრი შვილი არ მყავს. ბავშვია ამ ცხოვრების ყველაზე დიდი მონაპოვარი. ჩემს შვილს ჰყავს უფროსი და, რომელიც ძალიან უყვარს და მეც მიყვარს, მაგრამ უფრო მეტი და-ძმა რომ ჰყავდეს, უკეთესი იქნებოდა.
- სიყვარული ეს...
- ...მე მაინც ძველი ტრადიციების მიმდევარი ვარ. მიყვარს, როცა კაცი მეტ სიყვარულს ავლენს. მიყვარს, როცა ქალს ეთაყვანება, აღფრთოვანებულია და ანებივრებს - ეს ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, ქალისგანაც იგივე უნდა მიიღოს. წარსულში სწორედ ასეთი სიყვარული მქონდა... განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი