ambebi.ge
07 December 2017, 19:20
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოცხადდეს, ებრაელების ზეიმი მოჰყვა, - მათი თქმით, ეს დიდი ხნის წინაც ასე იყო, მათ შეგნებასა და ცნობიერებაში, იერუსალიმი ისრაელის განუყოფელი ნაწილი იყო, ახლა უბრალოდ, მისი იურიუდულად ცნობა ხდება და ამის გაკეთება პირველად, ამერიკამ დაიწყო...

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელები ამ სიახლეს ასე ეხმაურებიან:

აბრაამი, ქართველი ებრაელი, ისრაელის მოქალაქე:
- ისრაელში წვიმაა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენს გულებში მზეა... ამერიკის პრეზიდენტმა, იერუსალიმი ოფიციალურად გამოაცხადა ისრაელის დედაქალაქად. ამერიკის პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ, ისრაელის /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); სახელმწიფოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, იერუსალიმი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქად გამოაცხადა. ასევე, სალეჩოების ამ ქალაქში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ჩვენი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება... იმედია, საქართველოს ხელისუფლებაც გამოაცხადებს იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად და საელჩოს იქ გადმოიტანს... ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ფანი შიფმანი, პოლონეთში მცხოვრები ებრაელი:
- ტერაქტები ხდებოდა აქამდეც. აქამდე იერუსალიმი არ იყო ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებული, მაგრამ მათ მაინც ჰქონდათ ტერაქტების ჩადენის მოტივაცია. უკვე ათეულობით წელია რადიკალი ისლამისტები გეგმავენ და ახორციელებენ ტერაქტებს და ასევე, იტაცებენ სხვა სახელმწიფოების მიწებს. ამ ყველაფერში ებრაელების დადანაშულება უბრალოდ აბსურდია და იმედია, ევროპელები ძალიან შორს დგანან იმისგან, რომ ამაში ჩვენ დაგვადანაშუალონ. ესე იგი, შეიარაღების პრინციპი ყველაზე გამართლებულია, გაფრთხილებული ხარ, - ნიშნავს, შეიარაღებული ხარ. რეალობამ გვანახა, რომ ლიბერალური სისულელეები არ ამართლებს და არც არის ამის დრო.

იოსებ ზამბილოვიჩი, რუსეთში მცხოვრები ებრაელი:
- ბედნიერი დღე ჩვენს ისტორიაში. ძალიან მადლიერი ვარ ამერიკისა და მისი პრეზიდენტის. ამერიკის 33-ე პრეზიდენტი, ჰარი ტრუმენი იყო პირველი პილიტიკოსი მსოფლიოში, რომელმაც ცნო ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა... ახლა კი ჩვენ უზომოდ მადლიერი ვართ დონალდ ტრამპის, რომელმაც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით, ჩვენი ისტორია შეცვალა. იერუსალიმი, ისრაელის დედაქალაქი იყო 3 ათას წელზე მეტ ხანს და ის ასე დარჩება.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "მის წინასაარჩევნო კამპანიაში, მნიშვნელოვანი ებრაული კაპიტალი ჩაიდო..." - რა შეიძლება მოჰყვეს ტრამპის გადაწყვეტილებას?
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი