ambebi.ge
07 December 2017, 13:21
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფედერაცია ილია ტუღუშის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და იმედს გამოთქვამს, რომ მომხდარი უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული.

გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან.

"მოგეხსენებათ, 6 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მსაჯის ილია ტუღუშის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ ლიგებში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული", - აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ილო ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში.

ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს. წაიკითხეთ: "5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი" - გარდაცვლილი მსაჯის მეუღლე
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი