ambebi.ge
07 December 2017, 11:23
ღაზას სექტორში ასობით პალესტინელი დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას აპროტესტებს. აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავა.

ღაზას ქუჩებში მოეწყო დემონსტრაციები, რომლის ორგანიზატორები სხვადასხვა ფრაქცია და სამხედრო დაჯგუფება იყო. პროტესტანტებმა ისრაელის და აშშ-ს დროშები დაწვეს.

ჰამასმა, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, უკვე დააანონსა საპროტესტო აქციები, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. ჰამასს აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.





პალესტინის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება "ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესს ჩაშლის".

ტრამპის გადაწყვეტილებას გმობს საუდის /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); არაბეთიც. სამეფოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის სვლა "გაუმართლებელი და უპასუხისმგებლოა".

განცხადება დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

"მოვიდა დრო, იერუსალიმი ოფიციალურად იყოს აღიარებული ისრაელის დედაქალაქად", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მან ასევე განკარგულება მისცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომზადების თაობაზე.

"იერუსალიმი იყო და უნდა დარჩეს ის ადგილი, სადაც ებრაელები გოდების კედელთან, მუსლიმები "ალ-აქსას" მეჩეთთან, ხოლო ქრისტიანები ქრისტეს საფლავის ტაძარში ლოცულობენ. მაგრამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. ეს ფაქტია და ის უნდა ვაღიაროთ. რასაც მე ვაკეთებ", - განაცხადა ტრამპმა.


მომზადებულია washingtonpost.com-ის მიხედვით


წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი