ambebi.ge
07 December 2017, 11:23
ძნელია, რუსეთში ახლა არსებულ ვითარებას არასტანდარტული ვუწოდოთ; ვერც იმის თქმა იქნებოდა სამართლიანი, რომ რუსული საზოგადოება სუნთქვაშეკრული ელოდა მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, - იყრიდა თუ არა კენჭს ვლადიმერ პუტინი მეოთხე ვადით. მისი ბოლოდროინდელი ქმედებების მიხედვით, რუსულ მედიას არც კი ეპარებოდა ეჭვი, რომ პუტინი უკვე წინასაარჩევნო კამპანიაზე იყო გადართული...

ერთი სიტყვით, რუსეთის პრეზიდენტმა, 6 დეკემბერს ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ყოფნისას განაცხადა, რომ 2018 წლის მარტის არჩევნებისთვის, მორიგი ექვსწლიანი ვადისთვისაც წამოაყენებს კანდიდატურას... ვლადიმირ პუტინი რუსეთს 2000 წლიდან მართავს, - ხან /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); პრემიერ-მინისტრის, ხან კი, პრეზიდენტის სავარძლიდან.

მისი პოპულარობა, ხელისუფლების ყველა უწყების კონტროლი, მრავალწლიანი, დაუნდობელი და უმეტეს შემთხვევაში, მისი "მარჯვენა ხელის", რამზან კადიროვის ჩარევით განხორციელებული ზომები, პოლიტიკური ოპონენტების დასასუსტებლად, მას ფაქტობრივად უკვე აძლევს არჩევნებში გამარჯვების გარანტიას. ეს მისი მე-4 საპრეზიდენტო ვადა იქნება და რუსეთის მმართველად 2024 წლამდე იქნება.

პუტინმა, ნიჟნი ნოვგოროდიში გამართულ შეხვედრაზე მის მიერ გაკეთებული პოლიტიკური ნაბიჯის მიზეზიც განმარტა, - "გადაწყვეტილება იმიტომ, მივიღე, რომ მინდა ჩემს ქვეყანაში ჩემი ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდეს. რუსეთი უნდა გახდეს უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული..." - აღნიშნა რუსეთის პირველმა პირმა. "მეტი დამაჯერებლობისთვის", მან დარბაზში შეკრებილებსაც ჰკითხა, - დაუჭერენ თუ არა მას მხარს, - რაზეც უპირობო დასტურიც მიიღო... (იხილეთ ვიდეო)

რუსეთის მოსახლეობისგან პროცენტული რაოდენობით ყველაზე დიდი მხარდაჭერა მან, მეორე ვადით კენჭისრყის დროს, 2004 წელს მიიღო, როდესაც ამომრჩეველთა 71%-მა დაუჭირა მხარი... ამის შემდეგ, ის და დმიტრი მედვედევი, მორიგეობით მართავდნენ რუსეთს, - პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სავარძლებიდან, უფრო სწორად, მედვედევი პრეზიდენტის რანგშიც, პუტინის წარმომადგენელი იყო, თუმცა, "რუსულ დემოკრატიას" მაინვ შესანიშნავად ერგებოდნენ.

"ჩვენ დიდხანს განვიხილავდით ნეოსტალინიზმის საფრთხეს და სრულიად დამსახურებულად, ბრეჟნევის ხანაში აღმოვჩნდით. პუტინი დიდხანს აჭიანურებდა პასუხს კითხვაზე, - აპირებს თუ რა 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ასე რომ, უკვე ვნახეთ, საკმაოდ ეშმაკური თამაში. რამდენიმე კვირის წინ, სრულიად სერიოზულად განიხილავდნენ დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობას..." - წერს რუსული პრესა.

ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს უნდა ეთხოვათ მისთვის - არ მიეტოვებინა ისინი, თუმცა, რაღაც მომენტში ეს ძალიან სწრაფადაც არ უნდა მომხდარიყო, რათა ყველაფერი უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო... ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა, - პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის ავტორებმა, ერთადერთი პოლიტიკური ენა გამოავლინეს, ის, რომელიც რუსეთში ყველას ესმის, - "მშრომელებთან შეხვედრები", რომელსაც მოქმედმა პრეზიდენტმა თავი ღირსეულად ვერ გაართვა.

ახლა რუსეთში სურათი ასეთია, - ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კანდიდატად რეგისტრირების უფლებას არ აძლევენ, რადგან ის სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია ქონების მითვისების საქმეში, ნასამართლეობის გამო, ადგილობრივი კონსტიტუცია კენჭისყრის უფლება არ აძლევს, რასაც ნავალნი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს სატელევიზიო წამყვანი ქსენია სობჩაკი, რომელმაც რუსული საზოგადოების, განსაკუთრებით უფროსი თაობის მხრიდან წამოსული ირონიისა და რისხვის მიუხედავად, საკმაოდ კარგი რეიტინგის "აკრეფა" შეძლო...

საქმე ის არის, რომ ქვეყანაში არსებული კორუფციული მმართველობის, მძიმე კრიმინოგენული და სოციალური ფონის მიუხედავად, რომელიც სანქციების ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა, ვლადიმირ პუტინს მხარდამჭერები მაინც ჰყავს.

არც ისე დიდი ხნის წინ, ორგანიზაცია "ლავადა ცენტრმა", საზოგადოებრივი განწყობის გასარკვევად, ერთგვარი სიმულაციური ინტერნეტ-გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობას პუტინის გარდა რუსეთის პრეზიდენტად სხვა პოლიტიკოსი არ უნდა. ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ არჩევნებზე წამსვლელი მოქალაქეების 60%, პუტინს მისცემდა ხმას.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი