Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პატრიარქი ბათუმში მიემგზავრება და ხანძრის დროს გარდაცვლილებისთვის პანაშვიდს გადაიხდის
ambebi.ge
25 November 2017, 12:20
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასტუმრო "ლეოგრანდთან" დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ განუცხადა, პატრიარქი სასტუმროსთან 12:00 საათის შემდეგ მივა.

"12:00 საათზე პატრიარქი თბილისიდან გამოფრინდება, მივალთ სასტუმრო "ლეოგრანდთან" და პანაშვიდს გადავიხდით. ძალიან მძიმე, ტრაგიკული შემთხვევაა, ძალიან ვწუხვართ და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულების ოჯახებს", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

წაიკითხეთ: "ერთმა დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო..." - რას ყვებიან ბათუმის სასტუმროში გარდაცვლილების შესახებ ახლობლები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს ეკლესიისა და პირადად მისი სახელით ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ტრაგედიის გამო /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); გამოთქვამს.

"საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" წუხელ ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელთაგან", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის სამძიმრის წერილში.

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი. მათ შორის საქართველოს - 10 და ირანის ერთი მოქალაქე.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი