Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ქუთაისში ფაროსანას წინააღმდეგ დეზინფექციისთვის მოსახლეობას 2 ლარს სთხოვენ
ambebi.ge
19 November 2017, 20:20
ქუთაისში ფაროსანას წინააღმდეგ დეზინფექციისთვის მოსახლეობას 2 ლარს სთხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, მათთან შპს "იმედის" წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ დეზინფექციის ნებართვა მერიამ მისცათ.

"კორპუსში მოვიდნენ და თქვეს, რომ ქალაქის მერიის დაკვეთით ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლას ახორციელებენ. შეწამვლაში მოსახლეობისგან 2-2 ლარს ითხოვენ", - აცხადებენ ადგილობრივები. შპს-ს წარმომადგენლებმა, ასევე აღნიშნეს, რომ ხელშეკრულება ქალაქის მუნიციპალიტეტთან ჯერ არ გაუფორმებიათ და სამომავლოდ აპირებენ.

შპს "იმედის" მფლობელი" დავით ხარძეიშვილი განმარტავს, რომ მათ მერიასთან ხელშეკრულება არ აქვთ და მსგავსი ინფორმაცია არც მოსახლეობისთვის მიუწოდებიათ, თუმცა, ადასტურებს რომ დეზინფექცია ხდება და /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); თანხის გადახდაც ნებაყოფლობითია.

კომპანიასთან მსგავსი სახის თანამშრომლობას მერიაში გამორიცხავენ. მათი განცხადებით, არანაირი ხელშეკრულება არ აქვთ აღნიშნულ კომპანიასთან და მსგავსი დავალება არ მიუციათ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი