Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | კიევის აეროპორტში საქართველოს 9 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული, რომლებსაც უკრაინიდან სადეპორტაციოდ ამზადებენ - ადვოკატი
ambebi.ge
17 November 2017, 22:23
კიევის აეროპორტში საქართველოს 9 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული, რომლებსაც უკრაინიდან სადეპორტაციოდ ამზადებენ. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტ თამაზ შავშიშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა.

იურისტს აეროპორტში სოლომენსკის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებთან კამათი მოუვიდა. ბოგომაზოვმა მათ განუცხადა, რომ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა მაქსიმ სამარსკიმ მიაწოდა ინფორმაცია, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე საქართველოს 9 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული, რომელთა შორის მისი კლიენტი თამაზ შავშიშვილიც შეიძლება იყოს.

სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ამის შესახებ არაფერი იციან და ადვოკატს გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცეს იმ მოტივით, რომ სარეჟიმო ტერიტორიაა და გადაადგილება შეზღუდულია. /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ადვოკატმა სამართალდამცველებთან ერთად გადაადგილება მოითხოვა იმაში დასარწმუნებლად, იყო თუ არა დაკავებულებს შორის მისი კლიენტიც, რაზეც ასევე უარი უთხრეს. ერთ-ერთი პოლიციელი დათანხმდა, რომ თავად გადაამოწმებდა. დაბრუნებულმა პოლიციელმა კი ადვოკატს უთხრა, რომ დაკავებულებს შორის შავშიშვილი არ იმყოფებოდა.

მისივე თქმით, სამართალდამცველები უარს ეუბნებიან რაიმე სახის ინფორმაციის მიღებაზე. ადვოკატს ერთ-ერთმა პირმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ქართველები "ეკიპაჟისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ჰყავთ". "უკრაინსკაია პრავდა" ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა, შსს-ში, სასაზღვრო სამსახურსა და პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი