Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | აუტანელი სიცივის მიუხედავად, ასობით კონცერტს ვმართავდით - რა წერილებს ინახავს თემურ წიკლაური
ambebi.ge
17 November 2017, 21:20
ბავშვობა კოჯორში გაატარა. ახლა იქ ხშირად ვეღარ მიდის, წნევა აქვს ხოლმე და იმიტომ. თუმცა, სიბერე ჯერ შორსაა. "ავდივარ მაშინ, როცა წინაპართა საფლავებს უნდა მივხედო, - ამბობს თემურ წიკლაური და დასძენს: - ჩემი ბიჭის საფლავიც იქ არის და ჩემიც იქ იქნება, სუფთა ჰაერზე..." ბატონი თემური თურმე, არც მთაში, არც ზღვაზე და საერთოდ, არასდროს ისვენებს. თვლის, რომ ასეთი რამ უფალმა არ არგუნა. ეს ამბავი ცოტა მიკვირს და ასეთი შეკითხვით მივმართავ:

- თუ არ ისვენებთ, საიდან იღებთ ენერგიას?
- ენერგიას უფალი გაძლევს, ამაში /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); არაფერია გასაკვირი და გასარჩევი. თუ უფალთან ხარ, გაქვს ენერგია, თუ არადა, არ გაქვს, სხვა არაფერი. თან, შენი საქმეც უნდა გიყვარდეს. მომავალ წელს "ივერიას" 50 წელი უსრულდება. მართალია, ალექსანდრე ბასილაიას და კიდევ ოთხი წევრის გარეშე, მაგრამ ჩვენ მზად ვართ წარვდგეთ მაყურებლის წინაშე.

- ემზადებით საიუბილეო კონცერტისთვის?
- ეგ ჯემალ ბაღაშვილის პრეროგატივაა. ის არის ანსამბლის გონი და იდეური ხელმძღვანელი. იგი ქმნიდა, ქმნის და კიდევ კარგა ხანს შექმნის ბევრ კარგ რამეს.

- თქვენი დაბადების დღეებიდან რომელიმე, განსაკუთრებული გაიხსენეთ.
- უცხოეთში ყოფნისას, ანსამბლის წევრები ვიკრიბებოდით და არა მარტო ჩემი, ყველას დაბადების დღეებს ერთად აღვნიშნავდით. ეს მიღებული ფორმა იყო. განსაკუთრებული კი ის გახლდათ, რომ ფილტვების ანთება ოთხჯერ გადავიტანე სცენაზე. ჩემი ავად გახდომა არ შეიძლებოდა, რადგან სცენაზე ვიდექი კონცერტის დაწყებიდან დამთავრებამდე. მაშინ საკონცერტო დარბაზი არ თბებოდა და საშინლად უბერავდა. აუტანელი სიცივის მიუხედავად, ასობით კონცერტს, ზოგჯერ დღეში სამ-ოთხსაც კი ვმართავდით. იმდენი ხალხი მოდიოდა, იძულებული ვიყავით, ასეთი დატვირთვით გვემუშავა. ისეთი იდეის მატარებელ და ისეთ სიტყვებზე დაწერილ სიმღერებს ვასრულებდით, რაც ხალხს სურდა. ჩვენ, პირველ რიგში, ღმერთს ვემსახურებით, შემდეგ ხალხს.

- თქვენთვის ალბათ, მნიშვნე­ლოვანია, რა ლექსზე იქმნება სიმღერა?
- უდიდესი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება უმთავრესიც. მაქვს სიმღერები ტაბიძის, შექსპირის ლექსებზე. ვმღერი ბეთჰოვენს, მოცარტს, შუბერტის სერენადას, ალექსანდრე ბასილაიას სიმღერებს ჯემალ ბაღაშვილის ლექსებზე. შეიძლება ზოგჯერ, ადამიანი არ აქცევს ყურადღებას სიმღერის ტექსტს, მაგრამ იდეას როცა იჭერს, მაშინ კმაყოფილია. ჩვენი "ჩხიკვთა ქორწილი" დაახლოებით ათასჯერ წარმოვადგინეთ და ყველამ ზეპირად იცის. იგივე შეიძლება ითქვას სხვა მიუზიკლებზე - "არგონავტები", "თოვლის ბებოს ზღაპარი", "ფიროსმანი". გარდა ამისა, ანსამბლმა წლების მანძილზე 22 საკონცერტო პროგრამა მოამზადა... განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი