Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა - რა ღირს დოლარი ვალუტის ჯიხურებში
ambebi.ge
14 November 2017, 18:20
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6830 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6538 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0292 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1437 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0904 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0533 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 ამერიკული დოლარის შეძენა 2.688-2.70 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ევროს შეძენა - მოქალაქეებს, 3.16 ლარად შეუძლიათ.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

იხილეთ ვიდეო სავალუტო ჯიხურებიდან

You must have Flash Player installed in order to see this player.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი