Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | კახა კალაძის ემოციური ჟესტი მეუღლის მიმართ ქართული ოცნების ოფისთან გამართულ ღონისძიებაზე
ambebi.ge
21 October 2017, 22:20
"ქართული ოცნების" ოფისთან პარტიის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. ოფისთან მოწყობილ სცენაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მერობის კანდიდატი კახა კალაძე, პარტიის ლიდერები გამოდიან და მხარდამჭერებს მიმართავენ.

კახა კალაძე პარტიის ოფისთან მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან და შვილებთან ერთად იმყოფება. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მერობის კანდიდატმა, რომელიც ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით 54%-ით ლიდერობს, სიხარული მეუღლისადმი ემოციური ჟესტით გამოხატა.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძის და ანუკი არეშიძის ემოციური მომენტი - წინასწარი მონაცემების გამოცხადების შემდეგ





კალაძემ სიტყვით მიმართვის დროს ყველა მხარდამჭერს, თანაგუნდელს და ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მივესალმები თითოეულ თბილისელს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს - ყველას დიდი მადლობა. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შედეგები, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ პატივი უნდა ვცეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც დაითვლის ხმებს და შესაბამისად, შედეგები ოფიცილურად გამოცხადდება. თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით. ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, როცა მთელი ამ საარჩევნო პროცესის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან, ეს სულისკვეთება იგრძნობოდა ყოველდღიურ რეჟიმში, იგრძნობოდა ის იმედი, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას ჰქონდა.



მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ადამიანს, რომელიც მისული იყო არჩევნებზე და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. ყველამ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, რომელიც ეკოლოგიურად იქნება სუფთა, ტრანსპორტი იქნება განახლებული, ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი, ვიზრუნებთ ასევე ჯანმრთელობასა და სოციალურ მიმართულებებზე, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების ჩართულობას ქალაქის განვითარებაში", - განაცხადა კახა კალაძემ.



შეგახსენებთ, ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, კახა კალაძე კანდიდატებს შორის 54%-ით ლიდერობს.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი