Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ვინ არის 13 წლის ბიჭი, რომელიც მთაში ჩასულ უცხოელებს გიდობას უწევს - ინგლისური კარგად ვიცი, ად­გი­ლებ­საც ვიც­ნობ...
ambebi.ge
18 October 2017, 20:21
13 წლის ნი­კა არა­ბუ­ლი ოჯახ­თან ერ­თად, ყო­ველ ზაფხულს თა­ვის სო­ფელ­ში - ჯუ­თა­ში ატა­რებს. ქა­ლაქ­ში ყოფ­ნი­სას გუ­ლი მთის­კენ მი­უ­წევს, ენატ­რე­ბა იქა­უ­რო­ბა და ისე­თი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით ლა­პა­რა­კობს მშობ­ლი­უ­რი სოფ­ლის სი­ლა­მა­ზე­ზე, გუ­ლი სით­ბო­თი აგევ­სე­ბა. 9 წლის იყო, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი ცხე­ნით მიჰ­ყ­ვე­ბო­და ჯუ­თა­ში ჩა­სულ ტუ­რის­ტებს და უფ­რო­სებს ტოლს არ უდებ­და გი­დო­ბა­ში.

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, ერ­თი კვი­რის ვყო­ფილ­ვარ, ჯუ­თა­ში რომ წა­ვუყ­ვა­ნი­ვარ მშობ­ლებს. მა­მა იქ და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რ­დი­ლია და ჩვენც, 5 წლის მან­ძილ­ზე, ზამ­თარ-ზაფხულ იქ ვცხოვ­რობ­დით. მახ­სოვს, ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და თოვ­ლის მოს­ვ­ლა. ჩემ­თ­ვის ეს სას­წა­უ­ლის ტოლ­ფა­სი იყო. ბავ­შ­ვე­ბი ყო­ველ­დღე ცი­გით ვსრი­ა­ლებ­დით. ჯუ­თა­ში სკო­ლა არ არის და ამი­ტომ, 6 წლის რომ გავ­ხ­დი, მშობ­ლებ­მა საცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მოს­ვ­ლა გა­დაწყ­ვი­ტეს, მაგ­რამ მე იქ ყოფ­ნა მერ­ჩივ­ნა - მთა­ში უფ­რო მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, არც შე­ბო­ჭი­ლი ვარ, მე­გო­ბა­რიც ბევ­რი მყავს და კარ­გა­დაც ვერ­თო­ბი.

- მა­ინც რო­გორ ერ­თო­ბით ხოლ­მე?
- ცხე­ნებს ვა­ჭე­ნებთ. მთა­ში ყვე­ლა ბავ­შ­ვ­მა - ბიჭ­მაც და გო­გო­მაც პა­ტა­რა ასა­კი­დან იცის ცხე­ნით ჯი­რი­თი. მე 6 წლი­სამ ვის­წავ­ლე. სო­ფელ­ში სა­მი ცხე­ნი მყავს: ჩემს ცხენს "ცი­გა­ნა" ჰქვია, და­ნარ­ჩე­ნებს - "ჯე­რა­ნა" და "ნი­კო­რა". სექ­ტემ­ბ­რი­დან ივ­ნი­სის შუა რიცხ­ვე­ბამ­დე ვე­ღარ ვნა­ხუ­ლობ "ცი­გა­ნას" და ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა...

- თბი­ლის­ში მე­გობ­რე­ბი თუ გა­ი­ჩი­ნე?
- რა თქმა უნ­და, მე­გობ­რე­ბი აქაც მყავს, მაგ­რამ იქ ყვე­ლა ერ­თ­მა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი ვართ და რო­გორ გითხ­რათ, უფ­რო კარ­გად ვგრძნობ თავს.

- სკო­ლა­ში რო­გორ სწავ­ლობ?
- კარ­გად, ჯერ­ჯე­რო­ბით ათო­სა­ნი ვარ. გარ­და ამი­სა, დავ­დი­ვარ სპორ­ტ­ზე და ინ­გ­ლი­სურ­ზე, მინ­და, ინ­გ­ლი­სუ­რიც ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად ვი­ცო­დე.

- ნი­კა, შე­ნი არ­ჩე­ვა­ნი რომ იყოს, ჯუ­თა­ში იცხოვ­რებ­დი?
- (და­უ­ფიქ­რებ­ლად მპა­სუ­ხობს) იქ რომ სკო­ლა იყოს, აუცი­ლებ­ლად სო­ფელ­ში ვიქ­ნე­ბო­დი ზამ­თარ-ზაფხულ. სწავ­ლა რო­გორც კი გვიმ­თავ­რ­დე­ბა, ჯუ­თა­ში მივ­დი­ვართ და სექ­ტემ­ბ­რის შუა რიცხ­ვე­ბამ­დე ვრჩე­ბით. იქ ბე­ბია და ბი­ძა მყავს. ისი­ნი პატ­რო­ნო­ბენ სახ­ლ­საც, სა­ქო­ნელ­საც, ცხე­ნებ­საც. ბე­ბო ძა­ლი­ან მო­ხუც­და. ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ზამ­თარ­ში თბი­ლის­ში ჩა­მოგ­ვ­ყავს და /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); გა­ზაფხუ­ლამ­დე ჩვენ­თან არის. სო­ფელ­ში სულ 20-30 კომ­ლია, მაგ­რამ ზამ­თარ­ში მხო­ლოდ 8 ოჯა­ხი რჩე­ბა, ძი­რი­თა­დად, მო­ხუ­ცე­ბი. სოფ­ლამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლი გზა 6-7 თვით იკე­ტე­ბა და ამი­ტომ ვი­საც ბავ­შ­ვე­ბი ჰყავს, მათ­თ­ვის რთუ­ლია იქ გა­მო­ზამ­თ­რე­ბა.

- მითხა­რი, რა­ტომ და რო­დის გა­დაწყ­ვი­ტე გი­დო­ბა?
- ჩე­მი ერ­თი თა­ნა­ტო­ლი გო­გო დაჰ­ყ­ვე­ბო­და ცხე­ნით ტუ­რის­ტებს და მის შემ­ხედ­ვა­რეს, მეც გა­მიჩ­ნ­და გი­დო­ბის სურ­ვი­ლი. სა­მი წლის წინ სას­ტუმ­რო­დან მა­მამ უკ­რა­ი­ნე­ლი ტუ­რის­ტი ჩა­მო­იყ­ვა­ნა ცხე­ნით. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, აუცი­ლე­ბე­ლი საქ­მე გა­მო­უჩ­ნ­და და მკითხა, შენ თუ შე­ძ­ლე­ბო? - რა­ტო­მაც არა-მეთ­ქი, დავ­თან­ხ­მ­დი და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ცხე­ნით უცხო­ე­ლი სტუმ­რის გა­სე­ირ­ნე­ბა. ინ­გ­ლი­სუ­რი კარ­გად ვი­ცი, იქა­ურ ად­გი­ლებ­საც ვიც­ნობ, ამი­ტომ ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, არც გი­დო­ბა გამ­ჭირ­ვე­ბია... განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი