ambebi.ge
13 October 2017, 17:21
"იმედი მაქვს, რომ კიდევ უკეთესად იქნება," - გვეუბნება მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიმი ვადაჭკორია.
8 თვე გავიდა მას მერე, რაც ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია ინსულტის მძიმე დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. ოჯახს და ექიმებს იმედი არ ჰქონდათ, რომ პაციენტი ამ მდგომარეობიდან გამოვიდოდა, თუმცა როგორც ვადაჭკორიები ამბობენ, სასწაული მოხა.
"ამ ეტაპზე უკეთესობაა იმ მხრივ, რომ მანამდე ხელ-ფეხს საერთოდ ვერ ამოძრავებდა, არადა, მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა," - გვეუბნება მიმი.

- მოძრაობა დამოუკიდებლად ჯერ არ შეუძლია, რაც წარმოუდგენელიც არის. მასაჟები აქამდე იმისთვის უკეთდებოდა, რომ ხელ-ფეხი აემოძრავებინა. ნელ-ნელა ფეხზე წამოსადგომ მასაჟებსაც დავიწყებთ... ამ წუთისთვის უკვე ჯდება, თავს დამოუკიდებლად იჭერს, რასაც ვერ ახერხებდა...

- ეტლით სარგებლობს?
- გარეთ თუ გავიყვანთ, ეტლი იმ შემთხვევაში სჭირდება, ჯერჯერობით გარეთ გასვლის სურვლი თვითონ არ აქვს.

- განწყობა როგორი აქვს?
- იმედიანად არის, სჯერა, რომ კარგად იქნება და მაყურებლის წინაშე ისევ წარდგება. იმასაც ამბობს, რომ რას ვიზამთ, - ცხოვრება ასეთი ყოფილა...

- გამოდის, იცის, რაც დაემართა, ხომ?
- იცის, რომ ინსულტი ჰქონდა, მაგრამ ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი დიდად არ სიამოვნებს... კარგად გავხდები და ისევ ისეთი ვიქნები, როგორიც ვიყავი. თუ არა და არც ეგ არის პრობლემა, ჩემი სახელი ისტორიაში უკვე შევიდა, რითაც შვილიშილები იამაყებენო.

ძველი ამბები უფრო აღიდგინა, ოღონდ, მომენტებში ჩავადნები აქვს. მეგობრები ხშირად ურეკავენ და ნახულობენ, რაც დიდად ახარებს.

ყველას ჩვეულებრივად ელაპარკება, ამბებს ეკითხება, - როგორ ხართ? რა ხდება ჩვენ სფეროში? იმ დღეს ზურა დოიჯაშვილის დაბადების დღე იყო, შევახსენე. დარეკე ზურასთან, მივულოცავო, - მითხრა... ვისაც ესაუბრება, ყველას ჯანმრთელობას უსურვებს და ურჩევს, ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

- ვიცი, რომ ავადმყოფობის პირველივე დღიდან მას მეუღლე, შენი დედიკო გვერდიდან არ მოცილებია და მისი ერთადერთი მომვლელია...
- კი, დედა უვლის და ალბათ იშვიათია, /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); რასაც ის მამასთვის აკეთებს. ეს ენით აუწერელი ზრუნვაა. დედაჩემისნაირი ადამიანები ვფიქრობ, იშვიათად არიან... ბევრჯერ დამისვამს კითხვა საკუთარი თავისთვის - ნეტავ, ამდენს თუ შევდძლებ-მეთქი? მიუხედავად იმისა, რომ მამა ყველაზე და ყვეაფერზე მეტად მიყვარს...
მიჭირს ზურიკოს ამ მდგომარეობაში დანახვა, ამ ამბავთან შეგუება, მაგრამ იმითაც ბედნიერი ვარ, რომ შედარებით კარგად არის. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ცუდისთვის არ გაიმეტა და იმედი მაქვს, რომ ძველებურ ზურიკოსაც მალე ვიხილავ...

ეს ყველაფერი კი უამრავი ადამიანის დამსახურებაა. დღემდე გვერდში გვიდგანან. ამიტომ, მთელი ოჯახის სახელით ყველას დიდი მადლობა. მადლობა "სისხლის ბანკის" ხელმძღვანელს დათო ლოლიაშვილს, დავით ნარმანიას, ქალაქის მერს, ისე გვიდგას მხარში, გაოცდებით, მნიშვნელობა არ აქვს, რა დროსაც უნდა მივწერო, რომ არ მიპასუხოს, შეუძლებელია. გვეხმარება ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, ასევე ჩვენი რაიონის დეპუტატი რიმა ბერაძე, მადლობა ზურას მეგობრებს - ბადრი ჯიქიას და დათო სიხარულიძეს.

იმდენი ხალხია მამაჩემის მდგომარეობით შეწუხებული და ისე ზრუნავენ მასზე, რომ სხვა გზა არც არსებობს, რომ ზურა კარგად არ იყოს!

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი