Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს
ambebi.ge
13 October 2017, 11:20
"საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმება, ამოქმედებიდან დღემდე, საქართველოს 8 148 მოქალაქეს შეეხო.

შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული სტატისტიკის მიხედვით, რეადმისიის სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. ამასთან, რეადმისიის შესახებ მიღებული განაცხადების უმრავლესობაზე ქართულ მხარეს თანხმობა აქვს გაცხადებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, უარის შემთხვევები ძირითად განპირობებულია იმით, თუ პირი, რომლის რეადმისიის შესახებაც შემოსულია განაცხადი, საქართველოს მოქალაქე არ არის.

2011 წელს რეადმისია საქართველომ 548 მოქალაქეს შეეხო, 2012 წელს - 929-ს, 2013 წელს - 1 080-ს, 2014 წელს - 1 181-ს, 2015 წელს - 1 265-ს , 2016 წელს - 1 600-ს, 2017 წლის 9 თვის განმავლობაში კი - 1 545-ს.

აღსანიშნავია, რომ რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სულ ევროკავშირის 23 ქვეყნიდან დააბრუნეს.

ყველაზე მეტი, საქართველოს 2993 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, საბერძნეთიდან - 938, საფრანგეთიდან - 881, ავსტრიიდან - 572, შვედეთიდან /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); - 451, ბელგიიდან- 501, ჰოლანდიიდან - 416, ლიტვადან -254, ესპანეთიდან - 435, პოლონეთი - 211, იტალიიდან - 235, უნგრეთიდან - 34, დიდი ბრიტანეთიდან- 73, ბულგარეთიდან- 25, პორტუგალიიდან - 26, ჩეხეთიდან- 12, რუმინეთიდან - 10, ფინეთიდან - 17, სლოვაკეთიდან - 20, კვიპროსიდან -24, ესტონეთიდან- 6, ირლანდიიდან- 9, ლუქსემბურგიდან - 2.


საქართველოსა და ევროკავშირს შორის "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი