ambebi.ge
12 October 2017, 21:20
"ლიკა იყო არაჩვეულებრივი, მასზე მხოლოდ კარგი შეიძლება ითქვას, ამ ბავშვმა ყველას გაგვიხეთქა გული", - ამის შესახებ ჟურნალისტებს მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე ყოფნისას განუცხადა.

მისი თქმით, ლიკა ქავჟარაძე არასდროს ამბობდა, რომ იყო ცუდად, თუმცა მის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახლობლებს ინფორმაცია ჰქონდათ. "ლიკა იყო არაჩვეულებრივი. მასზე მხოლოდ კარგი შეიძლება ითქვას. ამ ბავშვმა ყველას გაგვიხეთქა გული. ის არასდროს ამბობდა, რომ ცუდად იყო, თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ ის მაინცდამაინც კარგად არ იყო. საშინელებაა, რაც ახლა მოხდა", - აღნიშნა ნანი ბრეგვაძემ.

ლიკა ქავჟარაძის მეჯვარის, ხათუნა ოჩიაურის განცხადებით, მიუხედავად მძიმე წუთებისა, მას ლიკასთან ერთად გატარებული საუკეთესო პერიოდი ახსენდება. მისივე თქმით, მსახიობი, მიუხედავად მისი წარმატებისა და აღიარებისა, ყოველთვის იყო მორცხვი და თავმდაბალი ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა მეგობრები.

"ძნელია, მაგრამ ახლა მხოლოდ ის დრო მახსენდება, როდესაც უდარდელად ვცხოვრობდით. ლიკა იყო ძალიან მორცხვი, თავმდაბალი. ის არ გრძნობდა თავის სილამაზეს. ის იყო არაჩვეულებრივი მეგობარი", - აღნიშნათ ხათუნა ოჩიაურმა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის სახლთან მსახიობები, რეჟისორები და რიგითი მოქალაქეები მიდიან, რომლებიც /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებენ.

11 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულით გამოწვეული პრობლემები იყო. მსახიობს 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება. სამინისტროში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, სად დაასაფლავებენ მსახიობს.

ასევე ნახეთ: ფოტოამბავი - ლიკა ქავჟარაძის ქორწილი, მეჯვარეები ეკა მამალაძე და ხათუნა ოჩიაური
You must have Flash Player installed in order to see this player.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი