ambebi.ge
12 October 2017, 19:20
"ინოვაციური ხერხები ციფრულ მარკეტინგში" - სწორედ ეს არის ვორქშოპის მთავარი თემა, რომელიც ოთხშაბათს 16:00 საათზე "სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცეში "პალიტრა მედიის" ორგანიზებით გაიმართება.

თანამედროვე სამყაროს განვითარების ტემპი იმდენად სწრაფია, რომ ტრადიციული მეთოდები და საშუალებები ნაკლებად ეფექტური ხდება. ეს პროცესი გარდაუვალია და ცხოვრებისა თუ საქმიანობის ყველა მიმართულებას ეხება. ასე მოხდა ციფრული მარკეტეინგის შემთხვევაშიც. სარეკლამო ინდუსტრიის ტრადიციული ხერხებით სასურველი მიზნის მიღწევა უკვე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ შეიქმნა ინოვაციური ხერხები და მეთოდები, რომლებსაც მსოფლიოს წარმატებული კომპანიები იყენებენ.
სწორედ ამ ხერხებისა და მეთოდების შესახებ იქნება საუბარი /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ვორკშოპზე "ინოვაციური ხერხები ციფრულ მარკეტინგში".

პრეზენტაციაზე მოწვეულ სპიკერებად წარსდგებიან სარეკლამო სფეროს წარმატებული წარმომადგენლები: საერთაშორისო ორგანიზაცია Gemius-ის გაყიდვების დირექტორი -მიშელ ვლოდარციკი, კომპანია Adline-ის ინტერნეტ გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი კალანდაძე, ლევან ტაბატაძე- ვებ დიზაინერი და "პალიტრა მედიის" კონტენტ მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინო ტურაშვილი.
თითოეულ სპიკერი 15 წუთის მანძილზე წარსდგება პრეზენტაციით დამსწრე საზოგადოების წინაშე.
ვორქშოპს 100-მდე მოწვეული სტუმარი, სხვადასხვა კომპანიების მარკეტინგის მენეჯერები და სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი