ambebi.ge
12 October 2017, 17:22
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში მკვეთრად იმატა ქვევრის შესაძენად ჩამოსული უცხოელი მეღვინეების რიცხვმა. ჩვენი ქვეყნიდან ასეულობით ქვევრი წაიღეს იტალიელმა, გერმანელმა, ფრანგმა, ხორვატმა და სლოვენიელმა მეღვინეებმა. განსაკუთრებულ ინტერესს, ყველაზე მეტად, იტალიელი მეღვინეები იჩენენ. იტალიის ბაზარზე დიდი ხანია, რაც ქართულ ქვევრში დაყენებული ღვინო /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); გასაყიდად გავიდა. ღვინის ბოთლებს კონკრეტ-ეტიკეტზე მითითებული აქვს, რომ ღვინო ქვევრშია დაყენებული. აქვე გასახსენებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებობდა გაბატონებული აზრი, რომ ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე გასატანად საჭირო იყო ღვინის ეგერთ წოდებული ”ევროპული წესით” დაყენება.

უცხოელების უმრავლესობა საქართველოდან წაღებულ ქვევრში დაყენებული ღვინის ეტიკეტზე პატიოსნად უთითებს, რომ ღვინო ქართულ ქვევრშია დაყენებული. თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც, გარკვეული მიზნებისთვის, თავს არიდებენ ქვევრის იდენტურობის მითითებას.

განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი