ambebi.ge
12 October 2017, 15:21
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა, მისი ცხედარი გუშინ მისსავე საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. ლიკა ქავჟარაძე ცნობილი და გამორჩეული სილამაზის მქონე, ქართველი კინოვარსკვლავი გახლდათ.

პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაღეს. თუმცა განსაკურებული აღიარება ფილმმა "ნატვრის ხემ" მოუტანა. ლიკა ქავჟარაძე პროფესიით მუსიკოსი იყო, მას დამთავრებული აქვს კონსერვატორია.

მსახიობი პრესასთან წლების მანძილზე არ ურთიერთობდა. მან მხოლოდ ბოლოს გადაწყვიტა საზოგადოების წინაშე გამოჩენა. 27 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა, სადაც მისი შვილისა და შვილისშვილის ჩამოყვანაც იყო დაგეგმილი. ემზადებოდა გამოფენისთვისაც, მაგრამ...

"თავის დროზე მე ვერ მივატოვე დედაჩემი და /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ჩემი შვილი, ახლა კი მე დავრჩი მარტო", - აცხადებდა ლიკა ქავჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი გახლდათ. სწორედ მასთან ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც მამასთან და ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.

სანდრო თაქთაქიშვილი პროფესიით ფიზიკოსია და ამერიკის კოსმოსის სააგენტოში მუშაობს.

რაც შეეხება ვაჟს, ლევან თაქთაქიშვილს, ის ამერიკაში იურისტად მუშაობს.

ლევან თაქთაქიშვილს ერთი ვაჟი საშკა ჰყავს, რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავს ბებიას და მისი სილამაზე მთელ საქართველოს აღაფრთოვანებს.

როგორც ლიკა ქავჟარაძემ, "პროფილისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, შვილისა და შვილიშვილის ნახვას ვერ ახერხებს, რადგან საქართველოში იშვიათად ჩამოდიან. ამიტომ მათთან ურთიერთობა მხოლოდ სკაიპის საშუალებით ჰქონდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი