ambebi.ge
12 October 2017, 13:22
მსახიობ ლიკა ქავჟარაძის საცხოვრებელი სახლის კიბეები უცნობმა პირმა ყვავილებით შეამკო. ფოტო ადგილზე Ambebi.ge-ს კორესპონდენტმა გადაიღო. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ სადარბაზოს კიბეები, სადაც მსახიობი ცხოვრობდა, ვარდის ფურცლებით არის შემკობილი.

ქართველი კინოვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა შსს-ში ჯერჯერობით საქმის დეტალებზე არ საუბრობენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

იხილეთ ვიდეო




ცნობილ ქართველ კინომსახიობს 26 ოქტომბერს 58 წელი უსრულდებოდა. ლიკა ქავჟარაძემ ხალხს ყველაზე მეტად "ნატვრის ხეში", მარიტას როლით დაამახსოვრა თავი. ულამაზესი ქართველი მსახიობი 1959 წელს დაიბადა. პროფესიით მუსიკოსს 1972 წლიდან იღებდნენ მხატვრულ კინოში. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი.

ფოტო: მარიამ ლორთქიფანიძე

ნახეთ: ეროვნული არქივი ლიკა ქავჟარაძის აქამდე უცნობ ფოტოებს ავრცელებს

წაიკითხეთ: "შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა ასეთი ლამაზი გოგო არ შეგყვარებოდა?!" - სოსო ჯაჭვლიანი ლიკა ქავჟარაძეზე
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი