ambebi.ge
12 October 2017, 13:22
მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში დღეს და ხვალ, 17:00 საათიდან გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პანაშვიდი ლიკა ქავჟარაძის სახლში, აბაშიძის #62-ში გაიმართება.

მსახიობს 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება. სამინისტროში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, სად დაასაფლავებენ მსახიობს.

"კულტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროები და თბილისის მერია კოორდინირებულად მუშაობენ, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები დროულად გადაწყდეს", - განაცხადეს კულტურის სამინისტროში.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი