ambebi.ge
12 October 2017, 11:23
დიზელზე მომუშავე მანქანებს კოპენჰაგენში შესვლა აეკრძალებათ, გადაწყვეტილება დანიის დედაქალაქის მერმა მიიღო.

ქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვის გეგმის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანები კოპენჰაგენში 2019 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება.

”არავის აქვს უფლება, სხვა ადამიანებს ჰაერი მოუწამლოს, ამიტომ დიზელის საწვავზე მომუშავე მანქანები ქალაქიდან გაქრება,” - განუცხადა 56 წლის მერმა ადგილობრივ გაზეთს Politiken.

მკვლევარების ინფორმაციით, კოპენჰაგენში ჰაერის დაბინძურების შედეგად წელიწადში 80-მდე ადამიანი იღუპება.



მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი