აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში განუცხადეს, ფრიდონ თოდუა დღეს გარდაიცვალა.
ფრიდონ თოდუა 1991 წლიდან კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი იყო. 1995 წლიდან დღემდე იყო "საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის" და "ტელემედიცინის ასოციაციის" პრეზიდენტი, საქართველოს სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი. მას მე-7 მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობა ეკავა.
ფრიდონ თოდუა იყო 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიის და 15 გამოგონების ავტორი. 200-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე. 15 სადოქტორო და 44 საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი.