Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პატრიარქი ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებაზე - იმედით ვუყურებ თქვენს ჩამობრძანებას, თქვენი ლოცვით, იმედია, გამთლიანდება საქართველო
ambebi.ge
23 September 2017, 21:20
პატრიარქი ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებაზე - იმედით ვუყურებ თქვენს ჩამობრძანებას, თქვენი ლოცვით, იმედია, გამთლიანდება საქართველო იმედით ვუყურებ თქვენს ჩამობრძანებას საქართველოში, თქვენი ლოცვით, იმედია, გამთლიანდება საქართველო, დამშვიდდება საქართველოს ეკლესია, - განაცხადა სრულიად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებისას.

პატრიარქის თქმით, ხალხი დიდი მოწიწებით მიესალმება სამშობლოში წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის დაბრუნებას.
"იმედია, რომ ჩვენი მომავალი იქნება კეთილი და მშვიდობიანი. გიხაროდეს ფრიად მშვენიერო, მოწამეთა შორის, გიხაროდეს ქეთევან დედოფალო, ბრწინვალეო გვირგვინოსანთა შორის!" - განაცხადა პატრიარქმა.

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი ინდოეთიდან Advertisement ჩამოაბრძანეს ინდოეთში საქართველოს ელჩმა, ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ და სხვა პირებმა.
წმინდა ნაწილს პატრიარქთან ერთად მღვდელმთავრები, სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების სასულიერო პირები, ბერ-მონაზვნები და მრევლი დახვდნენ. აეროპორტში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს პატრიარქმა მიმართა, რომ წმინდა ნაწილის წინაშე დაეჩოქათ. შესრულდა პარაკლისი, რის შემდეგაც წმინდა ნაწილი ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გადააბრძანეს.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი