Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს - პირველი კადრები აეროპორტიდან
ambebi.ge
23 September 2017, 20:21
წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს. მას თბილისის აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიის მრევლი დახვდა.
მანამდე პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა. სიწმინდე საქართველოში დაახლოებით 6 თვე დარჩება.

სამების საკათედრო ტაძარში ხვალ წირვაზე წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა Advertisement ნაწილი იქნება დაბრძანებული.
ყოვლადწმინდა სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს, სადაც 11:00 საათზე, მუზეუმიდან გადაბრძანებული იქნება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ სიწმინდე მოილოცონ.

25 სექტემბერს, 13:00 საათზე, ლუსკუმას წმინდანის ნაწილით კახეთში ალავერდის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც 26 სექტემებრს, ქეთევანობის დღესასწაულზე იქნება დასვენებული. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.

ნახეთ LIVE: როგორ ხვდება მრევლი ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს - პირდაპირი ეთერი თბილისის აეროპორტიდან
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი