Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ბოლო ინფორმაცია დაბა წაღვერიდან - არსებობს თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე
ambebi.ge
23 September 2017, 20:20
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს და მოსახლეობა თავიდან ბოლომდე დაცულია.

ამის შესახებ "ინტერპრესიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა, რომელიც დაბა წაღვერში, Advertisement ადგილზე იმყოფება.
როგორც მან აღნიშნა, დაბა წაღვერში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.

"სიტუაციას ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ. მთელი ღამე ადგილზე დავრჩებით. მოსახლეობა თავიდან ბოლომდე დაცულია, ამ კუთხით 1%-იც კი არ არის პრობლემა", - განაცხადა ალავიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცეცხლის ჩქარობის პროცესში ორი ქართული ვერტმფრენი მონაწილეობს. ამასთან, ბორჯომის ხეობაში იმყოფება აზერბაიჯანული ვერტმფრენი, რომელიც სამუშაოებში ხვალ დილიდან ჩაერთვება.

"ასევე დასრულებულია მოლაპარაკებები თურქეთთან. ერთ ვერტმფრენზე უკვე გვაქვს დასტური და მეორეზე - პასუხს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ ხვალ დილით ვერტმფერენები თურქეთიდანაც იქნება", - განაცხადა ალავიძემ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი