Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | როგორი იქნება განახლებული სითი მოლი თბილისში?
ambebi.ge
21 September 2017, 12:21
თბილისში განახლებული, გაფართოებული "სითი მოლი" 2018 წლის ნოემბერში გაიხსნება.

სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლების ცნობით, ახალი შენობის გასაქირავებელი ფართი 57 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო სრული ფართი ბიზნესცენტრის გარეშე 87 ათასი კვ. მეტრი იქნება. ამ ეტაპზე "სითი მოლის" შენობის ფართი 17 ათასი კვ. მეტრია.

განახლებულ Advertisement სავაჭრო ობიექტში საერთაშორისო ბრენდული მაღაზიებისა და საკვები ობიექტების მოწყობა იგეგმება. გარდა ამისა, იქნება გასართობი ტერიტორია როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. მშობლებისთვის ცალკე მოსასვენებელი ადგილი მოეწყობა. გარდა ამისა, მიწისქვეშ 1 500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი განთავსდება.

როგორც ობიექტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, "სითი მოლის" ლოკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ობიექტი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ეს იქნება ყოველდღიური თავშეყრის ადგილი როგორც ოჯახებისთვის, ასევე მეგობრებისთვის.

სავაჭრო ობიექტი "სითი მოლი" საბურთალოზე, ქავთარაძის N1- ში მდებარეობს.

იხილეთ ფოტოგალერეა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი