Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პრეზიდენტი BTU-ს სტუდენტებს - არასდროს შეგეშინდეთ იყოთ აბსოლუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი და კლიშეების დამრღვევი
ambebi.ge
21 September 2017, 12:20
არასდროს შეგეშინდეთ იყოთ აბსოლუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი და კლიშეების დამრღვევი, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს "სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცის გახსნაზე.

პრეზიდენტი მოხარულია, რომ საქართველოში ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი შესაძლებლობები იხსნება.

"ეს შესაძლებლობები არის ის, რაც ჩვენს ქვეყნას კიდევ უფრო ნათლად და მკაფიოდ წარმოაჩენს მსოფლიო რუკაზე. საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომლის იდენტიფიკაცია მსოფლიო რუკაზე შეიძლება სწორედ გამორჩეული ადამიანების მიღწევების და წარმატების ხარჯზე. მიხარია, რომ კიდევ ერთი შესაძლებლობა გაიხსნა დღეს ამ თვალსაზრისით. ადამიანებში არის ძალიან პატარა პროცენტი ნოვატორების, რიმლებიც ანგრევენ კლიშეებს, ხედავენ ჩვეულებრივის ფარგლებს მიღმა და სრულიად არაორდინალური ხედვით ქმნიან ახალს. ეს ძალიან პატარა პროცენტი ნოვატორებისა წინ წაწევს კაცობრიობის ცოდნას. მათ შექმნეს განხვავებული ხედვების მთელი სპექტრი, რომლის მომსწრენიც დღეს ვართ. მე მინდა დღეს სტუდენტებს ვუთხრა - არასდროს შეგეშინდეთ იყოთ აბსულუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი, არასდროს შეგეშინდეთ იყოთ კლიშეების დამრღვევი, არასდროს შეგეშინდეთ უცნაური და არაორდინალური აზრის გამოთქმის. არასდროს შეგეშინდეთ, რომ ვინმე დაგცინებთ ამის გამო. მეცნიერება და ტექნოლოგიები ადრე არ იძლეოდა არაორდინალური გადაწყვეტილებების Advertisement შესაძლებლობას. მე იმედი მაქვს, იმ ადამიანებს შორის, ვისაც დღეს აქ ვხედავ, იქნებიან სწორედ ასეთი სტანდატების და კლიშეების დამრღვევი ის ძალიან მცირე პროცენტი ნოვატორებისა, რომლებიც ახალ ნაბიჯს გადაადგმევინებენ ცივილიზაციას და ამ ნაბიჯით ჩვენს სამშობლოს კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთენ მსოფლიო რუკაზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, მულტინაციონალური კორპორაციები საქართველოში მაღალტექნოლოგიურ პროექტებს განახორციელებენ. ქართული ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა განათლებაში, ნივთების ინტერნეტი, მეგამონაცემთა ანალიტიკა და ვიზუალიზაცია, კიბერუსაფრთხოება, კოსმოსის ათვისების გლობალური პროგრამა - ის პროექტებია, რომელსაც საქართველო, მსოფლიოს უმსხვილეს ორგანიზაციებთან ერთობლივად განახორციელებს.

NASA, NATO, IBM, HP, SPLUNK, QLIK „სილიკონ ველი თბილისთან“ პარტნიორობას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტებით იწყებს. საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით, პირველად რეგიონში, იქმნება ვირტუალური და გაფართოებული რეალობის საგანმანათლებლო სივრცე, აღჭურვილი უახლესი ციფრული ტექნოლოგიით. „სილიკონ ველი თბილისის“ სამუშაო სივრცეში, რომელიც პარტნიორებთან ერთად, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი