Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირების თავმჯდომარეობის თანამდებობიდან კანდიდატურა მოხსნა
ambebi.ge
14 September 2017, 15:20
გაერთიანებული პროფკავშირები დღეს ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. მე-8  საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა სასტუმრო "ჰუალინგში" დილიდან მიმდინარეობს. სასტუმროს გარე პერიმეტრზე პოლიციაა მობილიზებული.

ყრილობაზე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა, შემდეგ კი პროფკავშირული აქტივის მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პროფკავშირების 213 დელეგატიდან ყრილობაში 194 მონაწილეობს.

დღევანდელი ყრილობის მთავარი თემაა პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევა, სადაც სამი კანდიდატია წარმოდგენილი - გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი.

მოგვიანებით, დავით ოქიტაშვილმა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ოქიტაშვილმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"მე ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან იმ არჩევნებით, რაც დღეს გაიმართება, გაიმარჯვებს პეტრიაშვილი. ჩემი გადაწყვეტილებით მტკიცდება, რომ მთავრობის კანდიდატი არ ვარ და ასევე ჩანს, რომ მთავრობა არ ერევა პროფკავშირების საქმიანობაში", - განაცხადა ოქიტაშვილმა. Advertisement
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი