Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სამართალდამცავებს ვიდეოფირი აქვს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ მოჰყავს მოქმედებაში პირს დეტონატორი თემურ მახაურის ავტომობილის ასაფეთქებლად - უკრაინული მედია
ambebi.ge
14 September 2017, 13:22
უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ვიდეოფირი, რომელზეც ჩანს, თუ როგორ მოჰყავს მოქმედებაში უცნობ ადამიანს დეტონატორი საქართველოს მოქალაქის თემურ მახაურის, იგივე რუსლან პაპასკირის ავტომობილის ასაფეთქებლად, - ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკიე ნოვოსტი" სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ვიდეოზე ასევე ჩანს, რომ პირი, რომელმაც Advertisement მახაურის ავტომობილი ააფეთქა, კიევის ბესარაბიის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელში მიიმალა.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ავტომობილის სალონში იყო მოთავსებული.

მისი თქმით, პოლიციამ უარყო ვერსია, თითქოს მახაურს თან ჰქონდა ასაფეთქებელი და მანქანაში სწორედ ის აფეთქდა. გამოცემის წყარომ ასევე განაცხადა, რომ ადგილზე დეტონატორის და მექანიზმის ნაწილები აღმოაჩინეს.

8 სექტემბერს, კიევში ავტომანქანა აფეთქდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირის იმყოფებოდა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი