Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ პირველ მგზავრებს, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს
ambebi.ge
14 September 2017, 11:20
თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ პირველ მგზავრებს, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს.

როგორც ფონდში აცხადებენ, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ ყველა სახის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და 20 სექტემბრამდე სადგური სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ამ მიზნით ადგილზე უცხოელი სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობენ.

ფონდის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმის შემდეგ ახალი მეტროსადგურის “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის” გადაცემის პროცედურები დაიწყება. მეტროსადგურს ოთხი ამოსასვლელი ექნება და უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი.

ფონდში აცხადებენ, რომ მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ამოქმედება საბურთალოს რაიონში მიწისზედა სატრანსპორტო Advertisement ნაკადებისა და საცობების შემცირებას შეუწყობს ხელს.

მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და დაახლოებით, 84 მლნ ლარი დაიხარჯა. მშენებლობა ფაქტიურად 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო.

როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, სამუშოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა, ესპანურმა კომპანიამ COBRA ASSIGNIA (კობრა ასიგნიამ) განახორციელა. მეტროსადგურის დიზაინიც ასევე ესპანურ კომპანიას ეკუთვნის.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი