Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სახელგანთქმული ვანელები - ცნობილი ქართველები, რომლებსაც მშობლიური ქალაქი აერთიანეთ
ambebi.ge
19 August 2017, 10:20
ქალაქი ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. მისი ღირსშესანიშნაობაა ანტიკური ნაქალაქარი, რომელიც 2007 წლის 24 ოქტომბრიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

სახელწოდება "ვანი" აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის განმარტებით, ძველ ქართულად ნიშნავდა - "სახლს", "სადგურს", "დაბას", "საცხოვრებელს".

ვანს, როგორც უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენების წყაროს, ყურადღება მიაქციეს XIX საუკუნეში. 1847-1848 წლებში საქართველოსა და კავკასიაში მოგზაურობდა ქართველოლოგი აკადემიკოსი მარი ბროსე, ქუთაისში ყოფნისას საპატიო სტუმრისთვის მამაკაცის თავის ქანდაკება მიურთმევიათ, რომელიც "საჩინოს" ერთ-ერთ საფლავში ყოფილა ნაპოვნი. ბროსეს აღწერით, ქანდაკება იყო: "მამაკაცის ბიუსტი მხრების დასაწყისამდე, თმიანი და წვერიანი, არწივისებრი დიდი ცხვირითა და სარდონიკული სიცილით". 1876 წელს გაზეთი "დროება" წერდა: "აქ ისე წვიმა არ მოვა, რომ არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვები, ხან ბეჭდები, ხან რა და ხან რა ნივთეულობა... დიდი სიმდიდრე უნდა იყოს ამ გორაზე..." ექვთიმე თაყაიშვილი ვანით ამ სტატიის შემდეგ დაინტერესდა და 1896 წელს პირველი არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, რომელმაც სისტემატიური ხასიათი 1947 წლიდან მიიღო.
ვანის ტერიტორიაზე შემორჩენილია გვიანი შუასაუკუნეების ციხის ნანგრევები: "საჩინოს" ციხე (მშვიდობის გორა) და "სებეკას ციხე" (საავადმყოფოს ახლოს, ბორცვზე). იქვე შეიმჩნევა ჩიჯავაძეების კარის ეკლესიის მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევები...
1926 წლისთვის ვანის თემი შედგებოდა 12 სოფლისგან და მისი მოსახლეობა 10.762 ადამიანი იყო. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში 3.744 მოსახლე ცხოვრობს.

ვანმა საქართველოს არერთი ცნობილი და წარმატებული ადამიანი აღუზარდა, გვინდა, რამდენიმე მათგანის ცხოვრების გზა გავიხსენოთ.

კალისტრატე ცინცაძე - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
კალისტრატე (ბიჭიკო) ცინცაძე 1866 წელს, ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში (ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი) სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის სასულიერო სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, სადაც მკაცრი რეჟიმი და ანტიქართული განწყობა იყო. 1886 წლის 24 მაისს მისმა თანაკურსელმა იოსებ ლაღიაშვილმა რექტორი ჩუდეცკი მოკლა, რაც რუსეთის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისი აღმოჩნდა. კალისტრატე ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა...

სწავლა შემდეგ კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. უკრაინაში ყოფნისას მომავალი მეუღლე - ოტილია ტომასი გაიცნო და სამშობლოში ლუთერანი ქალბატონი ჩამოიყვანა, რომელიც აქ მართლმადიდებლად მოინათლა და ჯვარიც დაიწერეს. ექვსი შვილიდან სამი გარდაეცვალათ.
კალისტრატე 1893 წელს დიდუბის ეკლესიის დიაკვნად აკურთხეს, მალე - მღვდლად. 1917 წელს დეკანოზი კალისტრატე ჯერ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში აირჩიეს, შემდეგ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლეს ორგანოში. 1923 წლის იანვარში დეკანოზი კალისტრატე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად, ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში 3 წელი გამოკეტეს.

1925 წლის 31 ოქტომებრს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარიქის ამბროსი ხელაიას ლოცვა-კურთხევით, ნინოწმინდელი ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს, უწმიდესის გადაწყვეტილებით, 1925 წლის 11 ნოემბრიდან კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ, რასაც მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ... კალისტრატე ცინცაძე ქაშუეთის ეკლესიის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის გამოკვლევები და წერილები.

1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის VI კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. მისი Advertisement აღსაყდრება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა. კალისტრატე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად აქტიურად იბრძოდა.
1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის გარდაიცვალა. კათოლიკოსის ნეშტი მისი წინამორბედების - უწმიდესი კირიონ II-ის, ლეონიდის, ამბროსის, ქრისტეფორეს გვერდით სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

კორნელი კეკელიძე - ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგი
დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ტობანიერში (ვანის მუნიციპალიტეტი) მრავალშვილიან, გაჭირვებულ ოჯახში.

კორნელიმ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში სხვათა დახმარებით გააგრძო, რადგანაც ოჯახს მისი რჩენა უჭირდა. მასთან ერთად სემინარიაში იოსებ ჯუღაშვილიც სწავლობდა.
კორნელის მალე მშობლები გარდაეცვალა, დაობლებულ შვილებს უფროსი დედმამიშვილი (და) და მისი მეუღლე (კალისტრატე ცინცაძის ძმა) ეხმარებოდნენ. სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სახელმწიფოს ხარჯზე კიევის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა.

შემდეგ ქუთაისსა და თბილისში მასწავლებლობდა. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფო საზოგადოების მუშაობაში.

1916 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა. კორნელი კეკელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას...
კორნელი კეკელიძემ ძველ ქართულ მწერლობას, ისტორიოგრაფიას და არაერთი მნიშვნელოვან დარგის შესწავლას დიდი ღვაწლი დასდო. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
1962 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

გალაკტიონ ტაბიძე - პოეტი და საზოგადო მოღვაწე
საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დაიბადა 1991 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში (ვანის მუნიციპალიტეტი) კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. მუშაობდა სკოლის მასწავლებლად. 1912 წელს ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. გალაკტიონ ტაბიძემ თავიდანვე დაიმკვიდრა "გენიალური გალაკტიონის" და "პოეტების მეფის" სახელი. "მე და ღამემ," "მთაწმინდის მთვარემ," "ლურჯა ცხენებმა," "სილაჟვარდემ," "მერიმ" და სხვა ლექსებმა მის სრულიად ახლებური პოეტური სამყარო წარმოაჩინა... მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა ენებზე.
გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბერი სიმონი (ერისკაცობაში სოლომონ ბაღდავაძე) - ქართველი საეკლესიო მოღვაწე
დიდსქემოსანი მღვდელმონაზონი, ბერი. ათონის ივერთა მონასტრის ქართველი ბერების უკანასკნელი მეთაური.
მღვდელსქემმონაზონი სიმონი სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა. ბავშვობიდან ყურადღებას იჩენდა ღვთისმსახურებისადმი, ხშირად დადიოდა გელათისა და მოწამეთას მონასტრებში.
დაოჯახების შემდეგ მალე დაქვრივდა, შვილი არ ჰყოლია, თუმცა ობოლი ძმისშვილი აღზრდა და საცხოვრებლად გელათის მონასტერში გადავიდა. ახლადდაქორწინებულ ძმისშვილს კუთვნილი მიწები, სახლი და ქონება გადაუფორმა. 1890-იანი წლების ბოლოს ბერად აღიკვეცა და სახელად სიმონი ეწოდა. მალე მღვდელმონაზვნად აკურთხეს. 1901 წელს იერუსალიმში წმინდა ადგილები მოილოცა, მერე ათონის წმინდა მთის ქართველთა სავანეში დამკვიდრდა.
მამა სიმონი ყურადღებას არ აკლებდა მშობლიურ სოფელს. მისი დახმარებით იქ ეკლესია აშენდა, რომელსაც ძმისშვილი ივანე პატრონობდა. გარდაიცვალა 1942 წელს.

გრიგოლ ლორთქიფანიძე - პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე
სხვადასხვა დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში სამხედრო, განათლების მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს მოლაპარაკებას აწარმოებდა რევკომთან. 20-იან წლებში რუსეთში გადაასახლეს. გრიგოლ ლორთქიფანიძე 1937 წელს ჩეკას ჯურღმულებში თავის 56-ე დაბადების დღეზე გარდაიცვალა მაშინ, როდესაც ბერია მის დაკითხვას პირადად აწარმოებდა.
გრიგოლ ლორთქიფანიძე დაიბადა 1881 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ისრითში (ვანის მუნიციპალიტეტი).

ტიციან ტაბიძე - ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, "ცისფერყანწელთა" მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი
დაიბადა 1895 წელს მღვდლის ოჯახში, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში (ვანის მუნიციპალიტეტი).
1901 წელს მშობლებმა პატარა ტიციანი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც თავის ბიძაშვილთან - გალაკტიონთან ერთად სწავლობდა. 1906 წელს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა.
ლექსების წერა ბავშვობიდანვე დაიწყო. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები 1911 წლიდან იბეჭდებოდა. 1913 წელს ტიციანმა სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა.

სტუდენტობის წლებში ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო "ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს...
პოეტი 1920 წელს დაქორწინებული იყო ექიმ ნინა მაყაშვილზე და ჰყავდათ ქალიშვილი ნიტა ტაბიძე.

ჯემალ ქარჩხაძე - მწერალი, დრამატურგი და ესეისტი
არაერთი ცნობილი მოთხრობისა და რომანის ავტორი. მისი თხზულებები ბევრ ენაზეა თარგმნილი. დაიბადა 1936 წლის 13 მაისს ვანის რაიონის სოფელ უხუთში. "საცა კი ჩემს ნაწერებში სოფლისა და ბუნების სურათებია, ყველგან ჩემი ბავშვობის გარემოს ასპექტები, რაკურსები და ვარიაციებია, ვინაიდან გონების თვალი ერთთავად ამ გარემოში ტრიალებს და კალამიც, ასე ვთქვათ, ამ გარემოშია ჩაწებებული," - წერდა ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მომავალი მწერალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროსა და თოჯინების თეატრში, ასევე კინოსტუდიაში.

გარდა მოთხრობებისა და პუბლიცისტიკის, ჯემალ ქარჩხაძემ დრამატურგობაც სცადა. მისი პიესა "დევიძეების ოჯახი" მარჯანიშვილის თეატრში იდგმებოდა. ჯემალს მწერლობის გარდა იოგას ვარჯიშები იტაცებდა. როგორც ამბობდა: "იოგა ჩემი პროფესიისთვის მჭირდებოდა, რათა მომეხდინა საკუთარი ძალების კონცენტრაცია. დიდი ენერგიის პატრონი არასოდეს ვყოფილვარ და რაც ენერგია მაქვს, მსურდა მიზანმიმართულად სწორად გამომეყენებინა".

1999 წელს რომანისათვის "განზომილება" საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. გარდაიცვალა 1998 წელს, თბილისში. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კარლო საკანდელიძე - ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი
წლების განმავლობაში მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში, იყო საქართველოს სახალხო არტისტი.
მსახიობი 1928 წლის 1 აპრილს ქუთაისის მაზრის სოფელ ზედა ბზვანში (ვანის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. 1944 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა 1-ელი საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა თეატრალური ინსტიტუტში განაგრძო.

1949 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. სცენაზე 61 წელი გაატარა, 50-მდე კინოროლი და 80-მდე სახე აქვს შექმნილი თეატრში.

პირველი კინოროლი "მაგდანას ლურჯაში" 1955 წელს იყო. სურათმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის კანის ფესტივალზე "ოქროს პალმის რტო" დაიმსახურა. მეორე მნიშვნელოვანი ნამუშევარი "დათა თუთაშხია" იყო, სადაც ნიკანდრო ქილია განასახიერა.

2008 წლის 23 აპრილს რუსთაველის თეატრთან კარლო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. მსახიობი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2010 წლის ოქტომბერს, 82 წლის გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნიკოლოზ (ნიკა) აგიაშვილი - ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი
დაიბადა 1903 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ დიხაშხოში (ვანის მუნიციპალიტეტი). 1924 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი. სწვლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე. სხვადასხვა წელს მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში. წლების განმავლობაში საქმიანობდა გამომცემლობა "მერანის" თარგმნილი ლიტერატურის რედაქციის გამგედ.

ავტორია მონოგრაფიებისა: "სერვანტესის ცხოვრება," "ჭაბუკები დარჩნენ მარად" და "ალექსანდრე ნეველი". თარგმნა არაერთი კლასიკოსის ცნობილი ნაწარმოები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი