Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | როდიდან დაიკლებს ტემპერატურა საქართველოში
ambebi.ge
12 August 2017, 16:20
15-16 აგვისტოს, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დღეებში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია +29-34 გრადუსი Advertisement სითბო. 15 აგვისტოს თბილისში +34 გრადუსს პროგნოზირებენ, ხოლო 16 აგვისტოს +32 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, 13-14 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. 13-14 აგვისტოს თბილისში +36 გრადუსია მოსალოდნელი. ამავე დღეებში, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +33-38 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი +32-37 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, 13-14 აგვისტოს მოსალოდნელია +32-34 გრადუსი სითბო, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი